
ფსალმუნი 30:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ფსალმუნი დავითისა, ქება სახლის განახლებისა. განგადიდებ შენ, უფალო, რადგან მიხსენი და ჩემზე მტრები არ გაახარე.
ფსალმუნი 30:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 30:1 კონტექსტში
30:1ფსალმუნი დავითისა, ქება სახლის განახლებისა. განგადიდებ შენ, უფალო, რადგან მიხსენი და ჩემზე მტრები არ გაახარე.
30:2უფალო, ღმერთო ჩემო! მოგიხმე და შენ განმკურნე მე.
30:3უფალო, შენ ამოიყვანე სული ჩემი ჯოჯოხეთიდან, და გამაცოცხლე, რომ საფლავში არ ჩავსულიყავ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 30:1
- ფსალმუნები 25:2ღმერთო ჩემო! შენ გესავ, ნუ შევრცხვები, ნუ იზეიმებს მტერი ჩემზე.
- ფსალმუნები 35:19არ გაიხარონ ჩემზე მტრებმა ტყუილუბრალოდ, ჩემი მოძულენი უმიზეზოდ თვალით ანიშნებენ ერთიმეორეს.
- დანიელი 4:37ახლა მე, ნაბუქოდონოსორთ, ვაქებ, აღვამაღლებ და ვადიდებ ზეციერ მეფეს, რომლის ყოველი საქმე ჭეშმარიტია და გზანი სამართლიანია, რომელსაც ძალუძს დაამდაბლოს ამაყად მავალნი.
- ფსალმუნები 13:4მომხედე, მიპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო! მოჰფინე სინათლე ჩემს თვალებს, რომ არ დავიძინო სასიკვდილოდ.
- მეორე სთვლისაება 20:5რჯულისკაცებმა კი ასე უთხრან ხალხს: ვინც ახალი სახლი ააშენა და არ გაუნათლავს, წავიდეს და შინ დაბრუნდეს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ განათლოს იგი.
- ფსალმუნები 140:8ნუ აასრულებ, უფალო, ბოროტის გულისწადილს, მის ბოროტ ზრახვას ნუ მისცემ გზას, თორემ აღზევდება. სელა.
- მეფეთა ბ 5:11გამოუგზავნა ხირამმა, ციდონის მეფემ, დავითს მოციქულები, ფიჭვის ძელები, ხუროები, ქვისმთლელები და აუშენეს სახლი დავითს.
- ფსალმუნები 27:6და ახლა მაღლა ავწევ თავს გარს შემოხვეული მტრების მიმართ და შევწირავ მის კარავში მსხვერპლსა ქებისა, ვუმღერებ და ვუგალობებ უფალს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 30
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში