
ფსალმუნი 30:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფალო, ღმერთო ჩემო! მოგიხმე და შენ განმკურნე მე.
ფსალმუნი 30:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 30:2 კონტექსტში
30:1ფსალმუნი დავითისა, ქება სახლის განახლებისა. განგადიდებ შენ, უფალო, რადგან მიხსენი და ჩემზე მტრები არ გაახარე.
30:2უფალო, ღმერთო ჩემო! მოგიხმე და შენ განმკურნე მე.
30:3უფალო, შენ ამოიყვანე სული ჩემი ჯოჯოხეთიდან, და გამაცოცხლე, რომ საფლავში არ ჩავსულიყავ.
30:4უგალობეთ უფალს, მისო წმიდანებო, ადიდეთ ხსენება მისი სიწმიდისა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 30:2
- ფსალმუნები 103:3ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა.
- ფსალმუნები 103:4საფლავიდან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, შენი გვირგვინდამდგმელი წყალობით და შებრალებით;
- ფსალმუნები 6:2შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები.
- ფსალმუნები 147:3განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ.
- გამოსვლა 15:26თქვა: თუ გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურს დაუგდებ მის ბრძანებებს და დაიცავ ყველა მის წესს, არ შეგყრი არცერთ სენს, ეგვიპტეს რომ შევყარე, რადგან მე ვარ უფალი, შენი გამკურნებელი.
- შესაქმე 20:17ილოცა აბრაამმა ღვთის წინაშე და განკურნა ღმერთმა აბიმელექი. მისი ცოლი და მისი მხევლები, და ეყოლათ შვილები.
- ფსალმუნები 88:13მე კი, უფალო, შენ გევედრებოდი და დილ-დილაობით ჩემი ლოცვა წინ გეგებებოდა.
- ფსალმუნები 51:8მომასმენინე ლხინი და მხიარულება, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ დათრგუნე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 30
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში