
ფსალმუნი 31:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შევიძულე ამაოების დამცველები და მე მივენდე უფალს.
ფსალმუნი 31:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 31:6 კონტექსტში
31:4გამომიყვანე მახისაგან, რომელიც ჩუმად დამიგეს, რადგან შენა ხარ სიმაგრე ჩემი.
31:5შენს ხელს შევავედრებ ჩემს სულს. შენ დამიხსნი, უფალო, ღმერთო ჭეშმარიტო.
31:6შევიძულე ამაოების დამცველები და მე მივენდე უფალს.
31:7ვილხენ და ვიმხიარულებ შენი წყალობით. რადგან შენ იხილე ჩემი გაჭირვება, შეიცან ტანჯვა ჩემი სულისა.
31:8და არ მიმეცი ხელსა მტრისასა; ფართოდ დაამკვიდრე ფეხნი ჩემნი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 31:6
- ფსალმუნები 24:4ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია,
- იონა 2:8ამაოებათა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას!
- კორინთელთა მიმართ ა 10:20არა, იმას რომ მსხვერპლს, რომელსაც სწირავენ ისინი, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს, მე კი არ მინდა, რომ დემონთა ზიარნი იყოთ.
- კორინთელთა მიმართ ა 8:4რაც შეეხება კერპთათვის შენაწირის ჭამას, ვიცით, რომ კერპი არაფერია ამ ქვეყნად და არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ერთისა.
- იერემია 10:15არარაობაა ისინი, დაცინვის საგანი, აღიგვებიან მათი განკითხვის დღეს.
- ფსალმუნები 26:5შევიძულე კრებული უკეთურთა და ბოროტთა გვერდით არ დავჯდები.
- იერემია 10:8ყველანი შეიშალნენ, გამოტვინდნენ, ხის კერპია მათი ჭკუისმასწავლებელი,
- ფსალმუნები 96:7შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 31
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში