
ფსალმუნი 33:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას.
ფსალმუნი 33:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 33:2 კონტექსტში
33:1იხარეთ, მართალნო, უფალში; გულწრფელებს შეშვენით შექება.
33:2ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას.
33:3უგალობეთ მას გალობა ახალი, უკეთ ააწყეთ ჰანგი მოძახილით.
33:4რადგან სწორია სიტყვა უფლისა და ყოველი საქმე მისი ჭეშმარიტია.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 33:2
- ფსალმუნები 150:3ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით.
- ფსალმუნები 150:6ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ადიდეთ უფალი!
- ფსალმუნები 98:4შეჰღაღადეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! შემოსძახეთ და აქეთ და უგალობეთ.
- ფსალმუნები 98:5უგალობეთ უფალს ქნარით, ქნარით და საგალობლის ხმით.
- ფსალმუნები 144:9ღმერთო, ახალ გალობას გიგალობებ შენ, ათსიმიან ჩანგზე გიგალობებ შენ.
- გამოსვლა 15:20აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული.
- ნეშტთა შორისა ა 15:16დავითმა ლევიანთა მთავრებს უბრძანა, რომ მათი ძმები დაეყენებინათ მგალობლებად საკრავი იარაღებით, ბობღნებით, ქნარებით, წინწილებით, რათა სიხარულის ხმები გამოეცათ.
- ნეშტთა შორისა ა 25:3იედუთუნისგან, იედუთუნის ძენი: გედალიაჰუ, ცერი, ესაია, ხაშაბიაჰუ, მათითიაჰუ - ექვსნი. თავიანთი მამის იედუთუნის ხელქვეით იყვნენ, რომელიც ბობღანზე უკრავდა უფლის საქებ-სადიდებელს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 33
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 33 · გახსენი ბიბლიის მკითხველში