
ფსალმუნი 98:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეჰღაღადეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! შემოსძახეთ და აქეთ და უგალობეთ.
ფსალმუნი 98:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 98:4 კონტექსტში
98:2განაცხადა უფალმა ხსნა მისმიერი, ხალხთა თვალწინ გადაშალა მისი სიმართლე.
98:3გაუხსენა წყალობა და ჭეშმარიტება თვისი ისრაელის ხალხს; ნახა დედამიწის ყველა კუთხემ შველა ჩვენი ღმერთისა.
98:4შეჰღაღადეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! შემოსძახეთ და აქეთ და უგალობეთ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 98:4
- ესაია 44:23გიხაროდეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა ეს! იყიჟინეთ, მიწის სიღრმეებო, სიხარულით იხმიანეთ, მთებო, ტყევ და ყოველო ხევ, რაც მასში ხარ, რადგან უფალმა გამოისყიდა იაკობი და ისრაელში განდიდდა.
- ფსალმუნები 100:1ფსალმუნი სახოტბო. შეჰღაღადე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!
- ფსალმუნები 66:1გუნდისლოტბარს. გალობა-ფსალმუნი. შეჰღაღადეთ ღმერთს, მთელო ქვეყნიერებავ.
- გამოცხადება 19:6და მომესმა ხმა, როგორც დიდძალი ხალხის, მრავალი წყლისა და საზარი ქუხილის ხმა, რომელმაც თქვა: ალილუია! რადგანაც გამეფდა უფალი ღმერთი ჩვენი, ყოვლისმპყრობელი.
- იერემია 33:11ხმა სიხარულისა და ხმა შვებისა, ხმა სიძისა და ხმა პატარძლისა, ხმა, რომელიც იტყვის: მადლი მოახსენეთ ცაბაოთ უფალს, რადგან კეთილია უფალი და მადლი მისი სამარადისო! და მიიტანენ სამადლობელ მსხვერპლს უფლის სახლში, რადგან დავაბრუნებ ქვეყნიდან წარტყვენილებს, როგორც თავიდანვე იყვნენ, ამბობს უფალი.
- ფსალმუნები 47:1გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა ფსალმუნი. ხალხნო ყოველნო, შემოჰკარით ტაში, შეჰღაღადეთ ღმერთს გალობის ხმით;
- ფსალმუნები 47:5ამაღლდა ღმერთი შეძახილის ჟამს, უფალი - საყვირის ხმაზე.
- ფსალმუნები 95:1მოდით, ვუგალობოთ უფალს, შევღაღადოთ ჩვენი ხსნის ბურჯს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 98
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 98 · გახსენი ბიბლიის მკითხველში