
ფსალმუნი 34:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად და განვადიდოთ მისი სახელი ერთობლივად.
ფსალმუნი 34:3 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 34:3 კონტექსტში
34:1დავითისა, როცა სიგიჟე მოიგონა აბიმელექის წინაშე და განიდევნა და წავიდა. განვადიდებ უფალს ყოველჟამს, მარადისია მისი ქება ჩემს ბაგეებზე.
34:2უფლით იქადის ჩიმი სული; მოისმენენ თავმდაბლები და გაიხარებენ.
34:3ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად და განვადიდოთ მისი სახელი ერთობლივად.
34:4მე მოვიძიე უფალი და მიპასუხა და გამომიხსნა ყველა ჩემი განსაცდელისგან.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 34:3
- ფსალმუნები 69:30ვაქებ ღმერთის სახელს; გალობით განვადიდებ, მადლიერებით.
- ლუკას სახარება 1:46და თქვა მარიამმა: ადიდებს ჩემი სული უფალს,
- ფსალმუნები 148:1ადიდეთ უფალი. ადიდეთ უფალი ზეციდან, ადიდეთ იგი სიმაღლეებში.
- ფსალმუნები 148:14და მოამაღლა ღირსება თავისი ხალხისა, დიდება ყოველი მისი წმიდანისა, ძეთა ისრაელისა, მასთან დაახლოებული ხალხისა. ადიდეთ უფალი!
- გამოცხადება 19:5და გამოვიდა ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მონა მისი და მოშიში მისი, მცირე თუ დიდი.
- გამოცხადება 19:6და მომესმა ხმა, როგორც დიდძალი ხალხის, მრავალი წყლისა და საზარი ქუხილის ხმა, რომელმაც თქვა: ალილუია! რადგანაც გამეფდა უფალი ღმერთი ჩვენი, ყოვლისმპყრობელი.
- ფსალმუნები 40:16გაიხაროს და გამხიარულდეს ყველა, ვინც შენ გეძებს, მუდამ თქვან შენი შველის მოყვარულებმა: დიდია უფალი.
- ფსალმუნები 66:8ადიდეთ, ხალხნო, ღმერთი ჩვენი და აღასმინეთ ხმა მისი ქებისა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 34
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 34 · გახსენი ბიბლიის მკითხველში