
ფსალმუნი 36:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გუნდის ლოტბარს, უფლის მორჩილი დავითისა. ბიწიერება ცოდვილისა ამბობს ჩემს გულში: არ არის შიში ღმერთისა მის თვალთა წინაშე.
ფსალმუნი 36:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 36:1 კონტექსტში
36:1გუნდის ლოტბარს, უფლის მორჩილი დავითისა. ბიწიერება ცოდვილისა ამბობს ჩემს გულში: არ არის შიში ღმერთისა მის თვალთა წინაშე.
36:2რადგან ქლესაობს მასთან, თითქოს ეძებს მის დანაშაულს, რომ შეაძულოს.
36:3მისთა ბაგეთა სიტყვები სიცრუე და სიყალბეა, ჭკუა არ ყოფნის, რომ კეთილი ქმნას.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 36:1
- რომაელთა მიმართ 3:18ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ.
- იგავესნი 16:6სიწრფელით და ჭეშმარიტებით გამოისყიდება ცოდვა, უფლის მოშიშებით ბოროტებისგან თავს დაიხსნის კაცი.
- ფსალმუნები 18:1გუნდისლოტბარს. უფლის მორჩილი დავითისა, რომელმაც წარმოთქვა უფლის მიმართ სიტყვები ამ გალობისა იმ დღეს, როცა უფალმა გადაარჩინა ყველა თავისი მტრის ხელთაგან და საულის ხელთაგან.
- იგავესნი 20:11ყმაწვილსაც კი შეიცნობ თავისი საქციელით, თუ წრფელად აკეთებს, რასაც აკეთებს.
- გამოცხადება 1:1გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავისი მონებისათვის, რაც უნდა მოხდეს მალე; და უჩვენა კიდეც თავისი ანგელოზის მოვლინებით მონას თვისას იოანეს,
- ფსალმუნები 90:1ლოცვა მოსესი, ღვთისკაცისა. უფალო! თავშესაფარი იყავ ჩვენთვის თაობიდან თაობამდე.
- ტიტეს მიმართ 1:1პავლე, ღვთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული ღვთის რჩეულთა რწმენითა და ჭეშმარიტების შემეცნებით, ღვთისმოსაობის შესაბამისად,
- ტიტეს მიმართ 1:16სიტყვით აღიარებენ, საქმით კი უარყოფენ ღმერთს, უკეთურნი, ურჩნი და ყოველი კეთილი საქმისათვის ურგებნი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 36
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 36 · გახსენი ბიბლიის მკითხველში