
ფსალმუნი 37:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დავითისა. ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის.
ფსალმუნი 37:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 37:1 კონტექსტში
37:1დავითისა. ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის.
37:2რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან.
37:3მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი; დაემკვიდრე ქვეყანაზე და მწყემსე სიმართლე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 37:1
- ფსალმუნები 37:7დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს.
- იგავესნი 23:17შენს გულს ცოდვილებისა ნუ შეშურდება, არამედ ყოველდღე უფლის შიშში იყოს.
- იგავესნი 24:19უკეთურებს ნუ გაეჯიბრები და ბოროტეულთა ნუ მეგშურდება,
- იგავესნი 3:31ნუ გშურს მოძალადისა, ნუ აირჩევ მის გზას,
- იგავესნი 24:1ნუ გშურს ბოროტი ხალხისა და მათთან ყოფნას ნუ ინდომებ:
- ფსალმუნები 73:3რადგან შემშურდა სულელებისა, რაკი ვხედავდი ბოროტების კეთილდღეობას.
- მეფეთა ა 1:6მისი მეტოქე კიდევ უფრო აჭირვებდა მას, აწუხებდა იმის გამო, რომ საშო დაუხშო უფალმა.
- მეფეთა ა 1:8ელკანა, მისი ქმარი, ეუბნებოდა: ხანა, რატომ ტირი? რატომ არაფერს ჭამ? გული რატომ გაქვს დამწუხრებული? განა ათ შვილს არ გირჩევნივარ?
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 37
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში