
ფსალმუნი 38:7, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
რადგან ჩემი წელი გათანგულია სიცხით და აღარ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში.
ფსალმუნი 38:7 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ფსალმუნი 38:7
1 განმმარტებელი
ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე “წინასწარმეტყველი აქ ცოდვის ჭრილობებზე საუბრობს. მან სცოდა და იგრძნო ცოდვის გახრწნა საკუთარ თავში. ამ აღქმის საფუძველზე შეიძლება ამოვიცნოთ ჩადენილი ცოდვების უწმინდურება და მისი შემდგომი მონანიების სიწმინდე.”
ფსალმუნი 38:7 კონტექსტში
38:5აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურობის გამო.
38:6წელში მოვიხარე, ერთობ დავმდაბლდი, მთელ დღეს ნაღვლიანი დავიარები.
38:7რადგან ჩემი წელი გათანგულია სიცხით და აღარ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში.
38:8დავუძლურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად, ვღრიალებ ჩემი გულის სატკივრით.
38:9უფალო, შენ წინაშეა ყველა ჩემი სურვილი და ჩემი ოხვრაც დაფარული არ არის შენგან.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 38:7
- ფსალმუნები 41:8სისაძაგლე აცუნდრუკებს მას და, თუ დაწვა, ვეღარ წამოდგება.
- ნეშტთა შორისა ბ 21:18ყოველივე ამის შემდეგ დასცა უფალმა იგი უკურნებელი სენით.
- ნეშტთა შორისა ბ 21:19ასე იყო დღე და დღე. მეორე წლის ბოლოს კი გამოუვიდა ნაწლავები სენისაგან და საშინელ ტანჯვაში მოკვდა. მისმა ხალხმა არ დაუნთო კოცონი. როგორც მის მამა-პაპას დაუნთო.
- ფსალმუნები 102:3რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები დაიბუგა, როგორც კოცონზე.
- მოციქულთა საქმენი 12:23მაგრამ უფლის ანგელოსმა ანაზდეულად დაამხო იგი, რადგანაც დიდება არ მიაგო ღმერთს, და მატლებისაგან შეჭმულმა სული განუტევა.
- იობი 7:5მატლებით არის ჩემი ხორცი შემოსილი და მიწის მტვერით, სკდება ჩემი კანი და იხრწნება;
- იობი 30:18ძლივძლივობით მეხდება ტანსაცმელი, პერანგის საყელოსავით მაქვს შემოჭერილი;
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 38
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში