
ფსალმუნი 38:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურობის გამო.
ფსალმუნი 38:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 38:5 კონტექსტში
38:3არ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში შენი რისხვის გამო; არ არის მშვიდობა ჩემს ძვლებში ჩემი ცოდვის გამო.
38:4რადგან ცოდვანი ჩემნი გასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემგან.
38:5აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურობის გამო.
38:6წელში მოვიხარე, ერთობ დავმდაბლდი, მთელ დღეს ნაღვლიანი დავიარები.
38:7რადგან ჩემი წელი გათანგულია სიცხით და აღარ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 38:5
- ესაია 1:5სად რა დაგერტყმით კიდევ, ურჩობას რომ აგრძელებთ? მთელი თავი დასნეულებული გაქვთ, გული შეღონებული.
- ესაია 1:6ტერფიდან თხემამდე საღი ადგილი აღარ შეგრჩათ: ყველგან ჭრილობა და წყლული, დაჩირქებული იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, მალამოთი დაუამებელი.
- იერემია 8:22ნუთუ აღარ არის ბალსამონი გალაადში? ნუთუ აღარ არის იქ მკურნალი? რატომ არ უხორცდება ჭრილობა ჩემს ასულს, ჩემს ერს?
- ფსალმუნები 69:5ღმერთო, შენ უწყი ჩემი უვიცობა და ჩემი დანაშაული დაფარული არ არის შენგან.
- ფსალმუნები 38:7რადგან ჩემი წელი გათანგულია სიცხით და აღარ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში.
- ფსალმუნები 32:3როდესაც ვდუმდთ, გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 38
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში