
ფსალმუნი 39:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული და როგორია ხანგრძლივობა ჩემი დღეების, შევიტყო, რა არის ჩემი ბედისწერა.
ფსალმუნი 39:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 39:4 კონტექსტში
39:2დავმუნჯდი, დავდუმდი სიკეთეზეც კი; მაგრამ ვაება გამიძლიერდა.
39:3გახურდა გული ჩემი ჩემს შიგნით, ჩემს აზრებში ცეცხლი აღეგზნო; ვიწყე ლაპარაკი ჩემი ენით:
39:4მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული და როგორია ხანგრძლივობა ჩემი დღეების, შევიტყო, რა არის ჩემი ბედისწერა.
39:5აჰა, გოჯებით მომეცი მე დღენი, ხოლო არსება ჩემი არაფერია შენ წინაშე; არამედ სრული ამაოებაა ყოველი ძე ხორციელი. სელა.
39:6ამიტომ აჩრდილს მიუყვება ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 39:4
- ფსალმუნები 90:12ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ სიბრძნე გულისა.
- ფსალმუნები 103:14რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ.
- ფსალმუნები 119:84რაოდენია დღენი შენი მორჩილისა? როდის გაასამართლებ ჩემს მდევნელებს?
- იობი 14:13ოჰ, ნეტავ ქვესკნელში დამმალავდე, შემინახავდე, ვიდრე შენი რისხვა გადაივლიდეს! დროს დამინიშნავდე და მერე გამიხსენებდე!
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 39
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში