
ფსალმუნი 40:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს; აჰა, ბაგენი ჩემნი არ მომიკუმავს, უფალო, შენ უწყი.
ფსალმუნი 40:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 40:9 კონტექსტში
40:7მაშინ ვთქვი: აი, მოვედი; წიგნის გრაგნილში წერია ჩემზე.
40:8შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია.
40:9სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს; აჰა, ბაგენი ჩემნი არ მომიკუმავს, უფალო, შენ უწყი.
40:10შენი სიმართლე არ დამიფარავს ჩემს გულში, შენს ერთგულებასა და შენს ხსნაზე ვლაპარაკობდი, შენი წყალობა და ჭეშმარიტება არ დამიმალავს დიდი კრებულისათვის.
40:11შენ, უფალო, არ დამილიო შენი თანაგრძნობა; შენი წყალობა და შენი ჭეშმარიტება მუდამ მიცავენ მე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 40:9
- ფსალმუნები 22:25შენ გამოა ჩემი ხოტბა მრავალ კრებულში, შენთა მოშიშთა წინაშე გადაგიხდი აღთქმულს.
- მარკოზის სახარება 16:15და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას.
- მარკოზის სახარება 16:16ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება.
- ფსალმუნები 22:22ჩემს ძმებს მოვუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგაქებ შენ.
- ფსალმუნები 71:15ბაგენი ჩემი ილაპარაკებენ შენს სიმართლეზე, ყოველდღეა შველა შენმიერი, რადგან არ ვიცი მათი რიცხვი.
- ფსალმუნები 71:18ასევე მოხუცებულობამდე და ღრმა სიბერემდე, ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ვიდრე გავაცნობდე შენს ძალას ამ თაობას და ყველა მომავალს - შენს სიძლიერეს.
- ფსალმუნები 119:13ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას.
- ფსალმუნები 35:18მადლობას გეტყვი დიდ კრებულში, მირიად ხალხში შეგასხამ ხოტბას.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 40
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში