გადასვლა შინაარსზე

ფსალმუნი 47

1გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა ფსალმუნი. ხალხნო ყოველნო, შემოჰკარით ტაში, შეჰღაღადეთ ღმერთს გალობის ხმით;

2რადგან საშიშია უფალი ზენაარი, დიდი ხელმწიფე მთელი ქვეყნისა.

3დაგვიმორჩილებს ხალხებს და ერებს - ჩვენთა ფეხთა ქვეშ. სელა.

4ამოგვირჩევს ჩვენს სამკვიდრებელს, მშვენებას იაკობისას, რომ შეიყვარა. სელა.

5ამაღლდა ღმერთი შეძახილის ჟამს, უფალი - საყვირის ხმაზე.

6უგალობეთ ღმერთს, უგალობეთ, უგალობეთ ჩვენს მეფეს, უგალობეთ.

7რადგან მთელი ქვეყნიერების მეფეა ღმერთი; უგალობეთ გონივრულად.

8გამეფდა ღმერთი ხალხებზე, ღმერთი ზის თავის წმიდა ტახტზე.

9მთავარნი ხალხთა შეიკრიბნენ აბრაამის ღმერთის ხალხად, რადგან ღმერთისაა ფარნი ქვეყნისანი; ამაღლდა ფრიად.

საქართველოს საპატრიარქო