
ფსალმუნი 47:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამაღლდა ღმერთი შეძახილის ჟამს, უფალი - საყვირის ხმაზე.
ფსალმუნი 47:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 47:5 კონტექსტში
47:3დაგვიმორჩილებს ხალხებს და ერებს - ჩვენთა ფეხთა ქვეშ. სელა.
47:4ამოგვირჩევს ჩვენს სამკვიდრებელს, მშვენებას იაკობისას, რომ შეიყვარა. სელა.
47:5ამაღლდა ღმერთი შეძახილის ჟამს, უფალი - საყვირის ხმაზე.
47:6უგალობეთ ღმერთს, უგალობეთ, უგალობეთ ჩვენს მეფეს, უგალობეთ.
47:7რადგან მთელი ქვეყნიერების მეფეა ღმერთი; უგალობეთ გონივრულად.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 47:5
- ფსალმუნები 68:33ამაღლებული ძველთუძველეს ცათა ცაში - აგერ ის გამოსცემს თავისი ხმით ძლიერების ხმას.
- ფსალმუნები 24:7მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.
- ფსალმუნები 24:10ვინ არის ეს მეფე დიდებისა? უფალი ძალთა. ის არის მეფე დიდებისა. სელა.
- ფსალმუნები 150:3ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით.
- ფსალმუნები 78:65და გაიღვიძა, ვითარცა მძინარემ, უფალმა, როგორც დევგმირმა, ღვინისაგან გამოფხიზლებულმა.
- გამოცხადება 8:6და შვიდი ანგელოზი, რომელთაც ჰქონდათ შვიდი საყვირი, გაემზადა საყვირთა ჩასაბერად.
- გამოცხადება 8:13მაშინ თვალი ვკიდე შუა ცაში მფრინავ არწივს და ჩამესმა საზარელი ყაშყაში მისი: ვაი, ვაი, ვაი მიწის მკვიდრთ საყვირის ხმათაგან დანარჩენი სამი ანგელოზისა, რომელნიც აწი ჩაჰბერენ საყვირს.
- რიცხვთა 23:21არ არის სიცრუე იაკობში და არ ჩანს მზაკვრობა ისრაელში. უფალი მათი ღმერთია მასთან და სამეუფო ბუკის ხმაა მასში.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 47
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 47 · გახსენი ბიბლიის მკითხველში