
ფსალმუნი 47:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მთავარნი ხალხთა შეიკრიბნენ აბრაამის ღმერთის ხალხად, რადგან ღმერთისაა ფარნი ქვეყნისანი; ამაღლდა ფრიად.
ფსალმუნი 47:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 47:9 კონტექსტში
47:7რადგან მთელი ქვეყნიერების მეფეა ღმერთი; უგალობეთ გონივრულად.
47:8გამეფდა ღმერთი ხალხებზე, ღმერთი ზის თავის წმიდა ტახტზე.
47:9მთავარნი ხალხთა შეიკრიბნენ აბრაამის ღმერთის ხალხად, რადგან ღმერთისაა ფარნი ქვეყნისანი; ამაღლდა ფრიად.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 47:9
- ფსალმუნები 89:18რადგან უფლისაგან არის ჩვენი ფარი და წმიდა ისრაელისაგან - მეფე ჩვენი.
- შესაქმე 49:10არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა.
- ფსალმუნები 72:7მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს.
- ფსალმუნები 72:9მის წინაშე ქედს მოიდრეკენ უდაბნოს მცხოვრებნი და მისი მტრები მტვერს ალოკავენ.
- შესაქმე 17:7დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს შთამთმავალთა შორის თაობიდან თაობამდე, სამარადისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები.
- შესაქმე 17:8მოგცემ შენ და შენს შთამომავლობას შენი მდგმურობის ქვეყანას, ქანაანის მთელს ქვეყანას, სამარადისო საკუთრებად და თქვენი ღმერთი ვიქნები.
- გამოსვლა 3:6უთხრა: მე ვარ მამაშენის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი. სახე დაიფარა მოსემ, რადგან ღვთის ხილვისა შეეშინდა.
- იგავესნი 30:5უფლის ყოველი სიტყვა სარწმუნოა; იგი ფარია მის მოიმედეთათვის.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 47
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 47 · გახსენი ბიბლიის მკითხველში