
ფსალმუნი 50:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემ წინაშე არიან.
ფსალმუნი 50:11 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 50:11 კონტექსტში
50:9არ შევიწირავ შენი სახლიდან ზვარაკს, არც შენი ფარეხებიდან ვაცებს.
50:10რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში.
50:11ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემ წინაშე არიან.
50:12თუ მომშივდა, არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 50:11
- შესაქმე 1:20თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე.
- შესაქმე 1:22აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე.
- მათეს სახარება 6:26შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ არა სჯობიხართ ფრინველთ?
- ლუკას სახარება 12:24შეხედეთ ყორნებს: არც თესავენ, არც მკიან; არც საკუჭნაო აქვთ და არც ბეღელი; და ღმერთი არჩენს მათ. მერედა, რამდენად სჯობიხართ ფრინველთ?
- ფსალმუნები 104:12მათზე ცის ფრინველნი დამკვიდრებულან, რტოთა შიგნიდან გამოსცემენ ხმას.
- ფსალმუნები 147:9აძლევს პირუტყვს თავის საზრდოს, ყორნის ბარგყებს, რომელნიც მოუხმობენ მას.
- იობი 39:13ხალისობენ სირაქლემას ფრთები, მაგრამ სიყვარულის ნაკრეტენი და ბუმბულია ისინი?
- იობი 39:18რაჟამს შეიმართება გასაფრენად, დასცინის ცხენსა და მხედარს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 50
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 50 · გახსენი ბიბლიის მკითხველში