
ფსალმუნი 147:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აძლევს პირუტყვს თავის საზრდოს, ყორნის ბარგყებს, რომელნიც მოუხმობენ მას.
ფსალმუნი 147:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 147:9 კონტექსტში
147:7გაეხმიანეთ უფალს სამადლობელით, უგალობეთ ჩვენს ღმერთს ქნარით.
147:8რომელიც ფარავს ცას ღრუბლებით, ამზადებს დედამიწისათვის წვიმას, აღმოაცენებს მთებში ბალახს.
147:9აძლევს პირუტყვს თავის საზრდოს, ყორნის ბარგყებს, რომელნიც მოუხმობენ მას.
147:10არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას ინებებს.
147:11ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 147:9
- ფსალმუნები 104:27ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავ-თავის დროზე.
- ფსალმუნები 104:28მისცემ მათ - აიღებენ, გახსნი შენს ხელს - გაძღებიან სიკეთით.
- იობი 38:41საზრდოს ვინ უმზადებს ყორანს, როცა მისი ბახალები ღმერთს შესჩხავიან და მშივრები დაბორიალობენ?
- მათეს სახარება 6:26შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ არა სჯობიხართ ფრინველთ?
- ფსალმუნები 136:25რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- ფსალმუნები 145:15ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე.
- ფსალმუნები 145:16აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს.
- ლუკას სახარება 12:24შეხედეთ ყორნებს: არც თესავენ, არც მკიან; არც საკუჭნაო აქვთ და არც ბეღელი; და ღმერთი არჩენს მათ. მერედა, რამდენად სჯობიხართ ფრინველთ?
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 147
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 147 · გახსენი ბიბლიის მკითხველში