
ფსალმუნი 51:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიხსენ სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ჩემი ხსნისა, და ჩემი ენა ხოტბას შეასხამს შენს სიმართლეს.
ფსალმუნი 51:14 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 51:14 კონტექსტში
51:12დამიბრუნე სიხარული შენი ხსნით და დიდებული სულით გამამაგრე.
51:13ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან.
51:14მიხსენ სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ჩემი ხსნისა, და ჩემი ენა ხოტბას შეასხამს შენს სიმართლეს.
51:15უფალო! გახსენი ჩემი ბაგენი და ჩემი პირი იტყვის შენს ქებას.
51:16რადგან მსხვერპლი არა გსურს, რომ შემოგწირო, და აღსავლენს არ ინებებ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 51:14
- მეფეთა ბ 12:9რატომ დაივიწყე უფლის სიტყვა და ბოროტება ჩაიდინე მის თვალში? მახვილით მოჰკალი ურია ხეთელი და ცოლად მოიყვანე მისი ცოლი? ყამონიანთა მახვილით მოჰკალი იგი.
- ფსალმუნები 35:28და ჩემი ენა იღაღადებს სიმართლეს შენსას და ქებას შენსას დღენიადაგ.
- რომაელთა მიმართ 10:3ვინაიდან, რაკი არ იცოდნენ სიმართლე ღვთისა და თავიანთი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდნენ, ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ.
- ოსეა 4:2წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა; სისხლის ღვრას სისხლის ღვრა მოსდევს.
- შესაქმე 9:6ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი.
- ფსალმუნები 26:9ნუ მოსპობ ჩემს სულს ცოდვილთა გვერდით და ჩემს სიცოცხლეს - სისხლისმსმელებთან.
- ფსალმუნები 86:12გიწამებ, უფალო, ღმერთო ჩემო, მთელი გულით და განვადიდებ შენს სახელს უკუნისამდე.
- ფსალმუნები 86:13რადგან დიდია შენი წყალობა ჩემ მიმართ, და გადაარჩინე ჩემი სული ქვესკნელის ჯოჯოხეთისგან.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 51
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 51 · გახსენი ბიბლიის მკითხველში