
ფსალმუნი 51:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფალო! გახსენი ჩემი ბაგენი და ჩემი პირი იტყვის შენს ქებას.
ფსალმუნი 51:15 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 51:15 კონტექსტში
51:13ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან.
51:14მიხსენ სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ჩემი ხსნისა, და ჩემი ენა ხოტბას შეასხამს შენს სიმართლეს.
51:15უფალო! გახსენი ჩემი ბაგენი და ჩემი პირი იტყვის შენს ქებას.
51:16რადგან მსხვერპლი არა გსურს, რომ შემოგწირო, და აღსავლენს არ ინებებ.
51:17შესაწირავი ღმერთისა - სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 51:15
- ფსალმუნები 63:3რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა, ჩემი ბაგენი გაქებენ შენ.
- ფსალმუნები 63:5ვითარცა ცხიმით და სიმსუქნით დამსუყდეს სული ჩემი.
- ებრაელთა მიმართ 13:15ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს.
- ფსალმუნები 9:14რათა განვაცხადო ყოველი შენი ქება კარიბჭეში სიონის ასულისა, ვილხინო შენმიერი შველით.
- ეზექიელი 29:21იმ დღეს აღმოვუცენებ რქას ისრაელის სახლს და მოგანიჭებ შენ პირის ხსნილობას მათ შორის; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
- ფსალმუნები 119:13ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას.
- ეზექიელი 3:27მაგრამ, როცა დაგელაპარაკები, გაგიხსნი ბაგეს და ეტყვი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი. გამგონემ გაიგოს, გაუგონარი ნუ გაიგებს; რადგან ურჩი მიდგმაა ისინი.
- გამოსვლა 4:11უთხრა უფალმა: ვინ მისცა ბაგე ადამიანს, ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, თვალხილულს ან ბრმას, თუ არა მე, უფალი?
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 51
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 51 · გახსენი ბიბლიის მკითხველში