
ფსალმუნი 51:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კეთილი უყავ შენი სურვილით სიონს, ააშენე გალავნები იერუსალიმისა.
ფსალმუნი 51:18 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 51:18 კონტექსტში
51:16რადგან მსხვერპლი არა გსურს, რომ შემოგწირო, და აღსავლენს არ ინებებ.
51:17შესაწირავი ღმერთისა - სული მოდრეკილი; მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო.
51:18კეთილი უყავ შენი სურვილით სიონს, ააშენე გალავნები იერუსალიმისა.
51:19მაშინ ისურვებ სიმართლის შესაწირავებს, აღსავლენსა და მთლად დასაწველს; მაშინ აიტანენ შენს სამსხვერპლოზე ზვარაკებს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 51:18
- ფსალმუნები 102:16რადგან აღაშენებს უფალი სიონს, გამოცხადდება თვისი ღირსებით.
- ფილიპელთა მიმართ 2:13რადგან ღმერთია ის, ვინც ბადებს თქვენში ნდომასაც და ქმედებასაც თავისი კეთილნებელობით.
- ეფესელთა მიმართ 1:5თავისი ნებისამებრ წინასწარვე რომ განსაზღვრა ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით,
- ფსალმუნები 122:6ითხოვეთ მშვიდობა იერუსალიმისათვის; დამშვიდდნენ მოყვარულნი შენნი.
- ფსალმუნები 122:9ჩვენი უფალი ღმერთის სახლისთვის გისურვებ სიკეთეს შენ.
- ლუკას სახარება 12:32ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი.
- ფსალმუნები 25:22იხსენ, უფალო, ისრაელი ყოველი მისი გასაჭირიდან.
- ფსალმუნები 147:2ააშენებს იერუსალიმს უფალი, განდევნილებს ისრაელისას შემოკრებს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 51
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 51 · გახსენი ბიბლიის მკითხველში