
ფსალმუნი 147:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ააშენებს იერუსალიმს უფალი, განდევნილებს ისრაელისას შემოკრებს.
ფსალმუნი 147:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 147:2 კონტექსტში
147:1ადიდეთ უფალი! რადგან კარგია განდიდება ჩვენი უფლისა, რადგან სასურველია, შეშვენის ქება-დიდება.
147:2ააშენებს იერუსალიმს უფალი, განდევნილებს ისრაელისას შემოკრებს.
147:3განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ.
147:4დაიანგარიშებს ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 147:2
- მეორე სთვლისაება 30:3მაშინ უფალიც, შენი ღმერთი, დააბრუნებს შენს ტყვებს და შეგიწყალებს, კვლავ შეგკრებს ყველა ხალხიდან, რომელთა შორისაც გაფანტული ეყოლები უფალს, შენს ღმერთს.
- ესაია 56:8ამბობს უფალი ღმერთი, გაფანტული ისრაელის შემკრები: კიდევაც შევკრებ და მივუმატებ უკვე შეკრებილებს.
- ფსალმუნები 51:18კეთილი უყავ შენი სურვილით სიონს, ააშენე გალავნები იერუსალიმისა.
- ესაია 62:7ნუ მოასვენებთ მას, ვიდრე არ დაამყარებს იერუსალიმს და არ გახდის მას სადიდებლად ქვეყანაზე.
- ეზექიელი 38:8მრავალი დღის შემდეგ დაგიდგება ჟამი და უკანასკნელ წლებში შეხვალ მახვილს გადარჩენილ ქვეყანაში, მრავალი ხალხისგან შემოკრებილში, ისრაელის მთებზე, რომელიც მუდამ უკაცრიელი იყო; ისინი გამოვლენ ხალხებიდან და უზრუნველად იცხოვრებენ ყველანი.
- ესაია 14:32რას იტყვიან ხალხის მოციქულები? - რომ უფალმ აფუძნა სიონი და რომ იქ არის მისი ერის ჩაგრულთა საესავი.
- ეზექიელი 39:27როცა გამოვაბრუნებ ხალხებიდან მათ და გამოვკრებ მათი მტრების ქვეყნებიდან, მაშინ გამოვაჩენ ჩემს დიდებას მათში უამრავი ხალხის თვალწინ.
- ეზექიელი 39:28მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი, როცა ხალხებში გაბნეულებს შევკრებ მათ მიწაზე და იქ აღარავის დავტოვებ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 147
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 147 · გახსენი ბიბლიის მკითხველში