
ფსალმუნი 55:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, შორს, შორს გადავიხვეწებოდი, უდაბნოში დავიდებდი ბინას. სელა.
ფსალმუნი 55:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 55:7 კონტექსტში
55:5შიში და ძრწოლა მოდის ჩემზე და შიშის ზარი მიპყრობს.
55:6და ვამბობ: „ვინ მომცემს ფრთას, ვითარცა მტრედს?“ გავფრინდებოდი და დავბინავდებოდი.
55:7აჰა, შორს, შორს გადავიხვეწებოდი, უდაბნოში დავიდებდი ბინას. სელა.
55:8ავჩქარდებოდი, რომ მომენახა თავშესაფარი ძლიერი ქარისაგან, ქარიშხლისაგან.
55:9მოსპე, უფალო, დაჰყავი მათი ენები; რადგანაც ვხედავ ძალადობას და შუღლს ქალაქში.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 55:7
- იერემია 9:2ნეტავი მქონდეს მოგზაურთა სადგური უდაბნოში! მივატოვებდი ჩემს ერს და გავშორდებოდი, რადგან ყველანი გარყვნილები არიან და მზაკვართა ხროვა!
- იერემია 37:12დააპირა იერემიამ იერუსალიმიდან გასვლა, რომ წასულიყო ბენიამინის მხარეში, რათა იქ ხალხში წილი დაედო.
- მეფეთა ბ 17:21მათი წასვლის შემდეგ ამოვიდნენ ჭიდან და ამბავი მიუტანეს მეფე დავითს, უთხრეს დავითს: ადექით და წყალგაღმა გადით, რადგან ასე და ასე ურჩიაო თქვენზე ახითოფელმა.
- მეფეთა ბ 17:22ადგა დავითი და მთელი მისი ხალხი და განთიადამდე სათითაოდ გადავიდნენ იორდანეზე; არავინ დარჩენილა იორდანეს გაღმა გაუსვლელი.
- იგავესნი 6:4თვალებს ძილს ნუ მისცემ და წამწამებს - თვლემას.
- იგავესნი 6:5იხსენი თავი, როგორც ქურციკმა მონადირის ხელიდან, როგორც ფრინველმა ფრინველმჭერის ხელიდან.
- მეფეთა ბ 15:14უთხრა დავითმა თავის მორჩილთ და ყველას, ვინც კი თან ახლდა იერუსალიმში: ადექით და გავიქცეთ, თორემ ვერ გადავურჩებით აბესალომს. იჩქარეთ წასვლა, რომ არ მოგვისწროს და უბედურება არ დაგვათიოს თავზე, მახვილს არ მისცეს ქალაქი.
- მეფეთა ა 27:1ადგა დავითი და ექვსასი კაცითურთ გადავიდა აქიშთან, მაყოქის ძესთან, გეთის მეფესთან.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 55
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 55 · გახსენი ბიბლიის მკითხველში