
ფსალმუნი 56:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩანთქმას მითქვამენ ჩემი მტრები ყოველდღიურად, რადგან მრავალი მეომება, უზენაესო.
ფსალმუნი 56:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 56:2 კონტექსტში
56:1გუნდის ლოტბარს, მტრედზე, რომელიც მდუმარებს შორეთში. დავითის საგალობელი, როცა ფილისტიმელებმა შეიპყრეს იგი გათში. შემიწყალე, ღმერთო, რადგან გათელვას მიპირებს კაცი, ყოველდღე მავიწროებს მოშუღარი.
56:2ჩანთქმას მითქვამენ ჩემი მტრები ყოველდღიურად, რადგან მრავალი მეომება, უზენაესო.
56:3საშიშროების დღეს შენ გესავ.
56:4ღმერთში ვადიდებ მისსავე სიტყვას, ღმერთზე ვარ მინდობილი - არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი?
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 56:2
- ფსალმუნები 57:3გამომიგზავნის ციდან და მიშველის, შეარცხვენს ჩემი გათელვის მსურველს. სელა. გამომიგზავნის ღმერთი თავის წყალობას და ჭეშმარიტებას.
- ფსალმუნები 118:10ხალხნი ყოველნი გარს შემომერტყნენ - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
- ფსალმუნები 118:12გარს შემომერტყნენ ფუტკრებივით; ჩაქრნენ, ვითარცა ცეცხლი ძეძვისა - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
- ფსალმუნები 9:2ვიმხიარულებ და ვილხენ შენით, ვუმღერებ შენს სახელს, უზენაესო.
- მოციქულთა საქმენი 4:25ჩვენი მამისა და შენი მსახურის დავითის პირით რომ თქვი სული წმიდის მიერ: „რატომ აზავთდნენ წარმართნი და ხალხებმა იზრახეს ფუჭი?
- მოციქულთა საქმენი 4:27ვინაიდან მართლაც შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენ მიერ ცხებული იესოს სამტროდ ჰეროდე და პონტიუს პილატე, წარმართებსა და ისრაელის ხალხთან ერთად.
- ფსალმუნები 92:1ფსალმუნი. გალობა შაბათის დღისათვის. კარგია ვადიდოთ უფალი და გუგალობოთ შენს სახელს, უზენაესო!
- ფსალმუნები 92:8ხოლო შენ მაღალი ხარ მარადჟამს, უფალო!
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 56
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 56 · გახსენი ბიბლიის მკითხველში