
ფსალმუნი 57:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან დიდია ზეცამდე შენი წყალობა და ღრუბლებამდე - შენი ჭეშმარიტება.
ფსალმუნი 57:10 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 57:10 კონტექსტში
57:8გამოიღვიძე, დიდებავ ჩემო, გამოაღვიძე ჩანგი და ქნარი; გამოვაღვიძებ ცისკარს.
57:9განგადიდებ ხალხებში, უფალო, გიგალობებ ერებში.
57:10რადგან დიდია ზეცამდე შენი წყალობა და ღრუბლებამდე - შენი ჭეშმარიტება.
57:11ამაღლდი ცათა ზემოთ, ღმერთო; მთელ დედამიწაზეა შენი დიდება.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 57:10
- ფსალმუნები 108:4რადგან ზეცაზე დიდია წყალობა შენი და ღრუბლებამდეა ჭეშმარიტება შენი.
- ფსალმუნები 103:11რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ.
- ფსალმუნები 36:5უფალო, ზეცაშია შენი წყალობა, ჭეშმარიტება შენი - ღრუბლებამდე.
- ესაია 54:7მცირე ხნით მყავდი მიტოვებული და დიდი შებრალებით შეგკრებ.
- ესაია 54:10რადგან მთები შეიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი შენდამი წყალთბა კი არ შეიძვრის და ჩემი სამშვიდობო აღთქმა არ შეირყევა, ამბობს შენი მწყალობელი უფალი.
- ფსალმუნები 71:19ხოლო შენი სიმართლე, ღმერთო, ზეცამდეა, რომ ჰქმენ საქმენი დიდნი; ღმერთო, ვინ არის შენი ბადალი?
- ფსალმუნები 85:10შეიყრებიან წყალობა და ჭეშმარიტება, სიმართლე და მშვიდობა გადაჰკოცნიან ერთიმეორეს.
- ფსალმუნები 85:11ჭეშმარიტება დედამიწიდან აღმოცენდება და სიმართლე ზეციდან გადმოიხედავს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 57
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 57 · გახსენი ბიბლიის მკითხველში