
ფსალმუნი 71:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო შენი სიმართლე, ღმერთო, ზეცამდეა, რომ ჰქმენ საქმენი დიდნი; ღმერთო, ვინ არის შენი ბადალი?
ფსალმუნი 71:19 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 71:19 კონტექსტში
71:17ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე და დღესაც ვუბნობ შენს საოცრებაზე.
71:18ასევე მოხუცებულობამდე და ღრმა სიბერემდე, ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ვიდრე გავაცნობდე შენს ძალას ამ თაობას და ყველა მომავალს - შენს სიძლიერეს.
71:19ხოლო შენი სიმართლე, ღმერთო, ზეცამდეა, რომ ჰქმენ საქმენი დიდნი; ღმერთო, ვინ არის შენი ბადალი?
71:20შენ მაჩვენე მრავალი და მძიმე გაჭირვება; კვლავ გამაცოცხლე და დედამიწის უფსკრულიდან ამომიყვანე კვლავ.
71:21შენ გაამრავლე დიდება ჩემი და მობრუნდი ჩემს სანუგეშებლად.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 71:19
- ფსალმუნები 35:10ყოველნი ძვალნი ჩემნი იტყვიან: უფალო, ვინ არის შენი მსგავსი? შენ იხსნი საწყალს ძლიერისაგან, ღარიბს და ღატაკს - მისი მძარცველისაგან.
- ფსალმუნები 36:5უფალო, ზეცაშია შენი წყალობა, ჭეშმარიტება შენი - ღრუბლებამდე.
- ფსალმუნები 36:6სიმართლე შენი, ვითარცა მთები უფლისა, სამართალი შენი ღრმაა უფსკრულივით. ადამიანსა და პირუტყვს შენ შველი, უფალო.
- ფსალმუნები 57:10რადგან დიდია ზეცამდე შენი წყალობა და ღრუბლებამდე - შენი ჭეშმარიტება.
- ესაია 55:9რადგან როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქეენს ზრახვებზე.
- ესაია 40:25ვის შემადარებთ, რომ გავუტოლდე? ამბობს წმიდა.
- ფსალმუნები 72:18კურთხეულ არს უფალი ღმერთი, ღმერთი ისრაელისა, მარტოდ მოქმედი სასწაულისა.
- იობი 5:9შემოქმედს სიდიადეთა და გამოუკვლეველ საკვირველებათა, რომელთაც არა აქვს რიცხვი,
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 71
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 71 · გახსენი ბიბლიის მკითხველში