
ფსალმუნი 58:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაქრნენ, ვითარცა წყალი დაღვრილი; როცა ისრებს მოზიდავენ, იყოს გადამსხვრეულივით.
ფსალმუნი 58:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 58:7 კონტექსტში
58:5რომ არ ისმინოს ხმა შემლოცველთა, დაბრძენებულ მისანთ-მისნისა.
58:6ღმერთო! შენ შეუმუსრე მათ კბილები თავიანთ პირში; ლომთა ეშვები მოთხარე, უფალო!
58:7გაქრნენ, ვითარცა წყალი დაღვრილი; როცა ისრებს მოზიდავენ, იყოს გადამსხვრეულივით.
58:8ლოკოკინასავით დაუძლურდეს, ქალის საშოდან მოწყვეტილივით ვერ იხილოს მზე.
58:9ვიდრე იგრძნობდნენ თქვენი ქვაბები ძეძვს, იგი უმსაც და გამომცხვარსაც ქარში წარხვეტავს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 58:7
- ფსალმუნები 112:10ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დააღრჭენს და დადნება; ბოროტეულთა საწადელი წარიხოცება.
- იესო ნავეს ძე 7:5დახოცეს მათგან ჰაღაიელებმა ოცდათექვსმეტამდე კაცი და დაედევნენ კარიბჭიდან შებარიმამდე და გაწყვიტეს ისინი ფერდობზე. შედრკა მათი გული, წყალივით გახდა.
- იესო ნავეს ძე 2:9უთხრა კაცებს: მე ვიცი, რომ უფალმა თქვენ მოგცათ ეს ქვეყანა, რომ თქვენმა შიშმა მოგვიცვა ყველანი და რომ ამ ქვეყნის მკვიდრნი შეძრწუნებულნი არიან თქვენ წინაშე.
- იესო ნავეს ძე 2:11შევიტყვეთ და შეგვიდრკა გული, მხნეობა აღარავის შერჩა თქვენ გამო, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი ღმერთია მაღლა ცაში და დაბლა დედამიწაზე.
- გამოსვლა 15:15მაშინ შეშფოთდნენ ედომის მთავრები, მოაბის ბელადები შეიპყრო შიშმა; დაღონდნენ ქანაანის მკვიდრნი.
- ესაია 13:7ამიტომაც დაუძლურდა ყოველი მკლავი და ყოველი კაცის გული შემდრკალია.
- ფსალმუნები 64:3რომელთაც ენა მახვილივით გაილესეს, მოზიდეს თავიანთი მშვილდი - მწარე სიტყვა,
- მეფეთა ბ 17:10მაშინ უმამაცესნიც კი, რომელთაც ლომის გული აქვთ, დაიბნევიან, რადგან მთელმა ისრაელმა იცის, რა მაგარი კაციც არის მამაშენი და რა მამაცი ხალხია მისი მომხრეები.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 58
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 58 · გახსენი ბიბლიის მკითხველში