
ფსალმუნი 59:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გუნდის ლოტბარს, ნუ მოსპობ. დავითის საგალობელი, როდესაც საულმა გაგზავნა მისი სახლის საყარაულოდ, რომ მოეკლათ იგი. მიხსენი ჩემი მტრებისაგან, ღმერთო; დამიცავი ჩემ წინააღმდეგ აღმდგართაგან.
ფსალმუნი 59:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 59:1 კონტექსტში
59:1გუნდის ლოტბარს, ნუ მოსპობ. დავითის საგალობელი, როდესაც საულმა გაგზავნა მისი სახლის საყარაულოდ, რომ მოეკლათ იგი. მიხსენი ჩემი მტრებისაგან, ღმერთო; დამიცავი ჩემ წინააღმდეგ აღმდგართაგან.
59:2მიხსენი სიმრუდის ჩამდენთაგან და სისხლის მსმელთაგან გადამარჩინე.
59:3რადგანაც აგერ უთვალთვალებენ ჩემს სულს; შეგროვდნენ ძლიერნი ჩემ წინააღმდეგ; არც დანაშაული მიმიძღვის, არც შეცოდება, უფალო.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 59:1
- მეფეთა ა 19:11მიუჩინა საულმა დავითის სახლს გზირები, რათა დადარაჯებოდნენ მას და მოეკლათ დილით. შეატყობინა ეს ამბავი დავითს მიქალმა, მისმა ცოლმა, უთხრა: თუ ამაღამ არ იხსნი თავს, ხვალ უეჭველად მოგკლავენ.
- მეფეთა ა 19:24შემოიძარცვა სამოსელი და ისიც ქადაგებდა სამუელის წინაშე. შიშველი ეგდო მიწაზე მთელი დღე და მთელი ღამე, ამიტომაც ამბობენ: საულიც კი გაქადაგდაო.
- ფსალმუნები 18:48ღმერთი, რომელიც შურს იძიებს ჩემთვის და მიმორჩილებს ერებს.
- ფსალმუნები 57:1გუნდის ლოტბარს. ნუ მოსპობ. დავითის საგალობელი, როცა საულს გაექცა მღვიმეში. შემიწყალე, ღმერთო, შემიწყალე, რადგან შენ მოგენდო ჩემი სული და შენი ფრთების ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს, ვიდრე გაჭირვება გადაივლიდეს.
- ესაია 33:16აი, ვინ დაივანებს მაღალში; კლდეთა სიმაგრეები იქნება მისი საფარი, მიეცემა მური და ექნება წყალი დაუწყვეტელი.
- ლუკას სახარება 1:74მის შემდეგ, რაც დაგვიხსნიდა ჩვენი მტრების ხელიდან, - მის მიმართ უშიშრად
- ლუკას სახარება 1:75და მის წინაშე სიწმინდითა და სიწრფელით მსახურების ნებას მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში.
- ტიმოთეს მიმართ ბ 4:17მაგრამ უფალი დამიდგა გვერდით და განმამტკიცა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და ესმინა ყველა წარმართს; ასე დავაღწიე თავი ლომის ხახას.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 59
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 59 · გახსენი ბიბლიის მკითხველში