
ფსალმუნი 59:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო მე ვუმღერებ შენს სიძლიერეს და დილდილაობით ვიღაღადებ შენს წყალობაზე, რადგან შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს.
ფსალმუნი 59:16 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 59:16 კონტექსტში
59:14დაე, დაბრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლივით და გარს შემოუარონ ქალაქს.
59:15დაე, იწოწიალონ საჭმლისათვის და მშივრებმა გაათიონ ღამე.
59:16ხოლო მე ვუმღერებ შენს სიძლიერეს და დილდილაობით ვიღაღადებ შენს წყალობაზე, რადგან შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს.
59:17სიძლიერევ ჩემო, შენ გიგალობებ, რადგან ღმერთია ჩემი ბურჯი, ღმერთი ჩემი მწყალობელი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 59:16
- ფსალმუნები 21:13ამაღლდი შენი ძალით, უფალო; ჩვენ ვუმღერებთ და ვუგალობებთ შენს ძლიერებას.
- ეფესელთა მიმართ 3:20ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით განუზომლად მეტის ქმნა ძალუძს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ, ანდა გვგონია, -
- რომაელთა მიმართ 15:9წარმართთა მსახური კი - წყალობისათვის, რათა ედიდებინა ღმერთი, როგორც დაიწერა: „ამისთვის გაღიარებ წარმართთა შორის და ვუგალობ შენს სახელს“.
- ფსალმუნები 30:5რადგან წამიერია რისხვა მისი, ხოლო სიცოცხლე - მისი სურვილით; ღამით გლოვა დაისადგურებს, ხოლო ცისკრის ჟამს - მხიარულება.
- ეფესელთა მიმართ 1:6რათა გვექო დიდება მისი მადლისა, რომელიც მოგვმადლა თავის საყვარელ ძეში,
- ეფესელთა მიმართ 1:7ვის მიერაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით,
- ფსალმუნები 143:8გადამარჩინე მტერთა ჩემთაგან, უფალო. შენთან ვაფარებ თავს.
- ფსალმუნები 138:7თუ გავივლი ჭირსა შიგან, შენ მაცოცხლებ; ჩემი მტრების ჯიბრზე გამომიწოდებ შენს ხელს და დამიხსნის მარჯვენა შენი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 59
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 59 · გახსენი ბიბლიის მკითხველში