
ფსალმუნი 59:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მის ძლიერებას შენში დავიცავ, რადგან ღმერთია ჩემი საყრდენი.
ფსალმუნი 59:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 59:9 კონტექსტში
59:7აგერ, წარმოანთხევენ თავიანთი პირით, მახვილი აქვთ ბაგეებში, აქაოდა, ვინ ისმენსო.
59:8ხოლო შენ, უფალო, დასცინებ მათ, აბუჩად აიგდებ ყველა ხალხს.
59:9მის ძლიერებას შენში დავიცავ, რადგან ღმერთია ჩემი საყრდენი.
59:10ღმერთი - ჩემი მწყალობელი წინ წამიძღვეს; ღმერთმა შემახედოს ჩემს მტრებზე.
59:11ნუ დახოცავ მათ, რომ არ დაივიწყოს ჩემმა ერმა, ახეტიალე შენი ძალით და დაამდაბლე, ფარო ჩვენო, უფალო.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 59:9
- ფსალმუნები 9:9უფალი იქნება ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს.
- ფსალმუნები 62:2მხოლოდ ის არის ჩემი ბურჯი და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე - აღარ დავეცემი მეტად.
- ფსალმუნები 59:17სიძლიერევ ჩემო, შენ გიგალობებ, რადგან ღმერთია ჩემი ბურჯი, ღმერთი ჩემი მწყალობელი.
- ფსალმუნები 27:14მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი.
- ესაია 26:3ზრახვაშეურყეველს მშვიდობაში იფარავ, რადგან შენზეა მონდობილი.
- ესაია 26:4მიენდეთ უფალს უკუნისამდე, რადგან უფალი ღმერთია საუკუნო კლდე.
- ესაია 40:31უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან.
- ესაია 12:2აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა, უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 59
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 59 · გახსენი ბიბლიის მკითხველში