გადასვლა შინაარსზე

ფსალმუნი 61

1გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე. დავითისა. ისმინე, უფალო, ვედრება ჩემი, ყური მოაპყარ ჩემს ლოცვას.

2ქვეყნის კიდიდან მოგღაღადებ გულგათანგული: სიმაღლით ჩემთვის მიუწვდომელ კლდეზე წარმიძეხ.

3რადგან შენა ხარ ჩემი მფარველი, ძლიერი კოშკი ხარ მტრისგან დამცველი.

4ვაცხოვრებ შენს კარვებში მარადის, თავს შევაფარებ შენი ფრთების საბურველში. სელა.

5რადგან შენ, ღმერთო, მოისმინე აღთქმანი ჩვენი, მიეცი სამკვიდრო, ვისაც შენი სახელისა ეშინია.

6დღეები მოუმატე მეფის დღეებს, მისი წლები - თაობიდან თაობამდე.

7იმყოფებოდეს მარად ღვთის წინაშე, წყალობა და ჭეშმარიტება იფარავდეს მას.

8ამგვარად ვუგალობებ შენს სახელს უკუნისამდე, რომ შევასრულო ჩემი აღთქმანი დღითი-დღე.

საქართველოს საპატრიარქო