
ფსალმუნი 65:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მის კვლებს არწყულებ, ასწორებ მის ბელტებს, ჟუჟუნა წვიმით ალბობ, მის აღმონაცენს აკურთხებ.
ფსალმუნი 65:10 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 65:10 კონტექსტში
65:8და შეაშინებს კიდეთა მცხოვრებთ შენი სასწაულები, აღმოსავლეთსა და დასავლეთს გაამხიარულებ.
65:9კეთილად გაიხსენე ქვეყანა და მორწყე, დიდად გაამდიდრე იგი; ნაკადი ღმერთისა სავსეა წყლით; მოამზადე მათი პური, რადგან ასე წარმართე იგი.
65:10მის კვლებს არწყულებ, ასწორებ მის ბელტებს, ჟუჟუნა წვიმით ალბობ, მის აღმონაცენს აკურთხებ.
65:11გვირგვინი დაადგი შენი სიკეთის ზაფხულს და შენი ნაკვალევიდან წვეთავს სიმსუქნე.
65:12წვეთავენ უდაბნოს საძოვრებზე და ქედები ლხინით შეიმოსებიან.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 65:10
- ფსალმუნები 147:8რომელიც ფარავს ცას ღრუბლებით, ამზადებს დედამიწისათვის წვიმას, აღმოაცენებს მთებში ბალახს.
- კორინთელთა მიმართ ა 3:6მე დავრგე, აპოლოსმა მორწყო, გაზრდით კი უფალმა გაზარდა.
- კორინთელთა მიმართ ა 3:7ასე რომ, არც დამრგველია რამე და არც მომრწყველი, არამედ - გამზრდელი ღმერთი.
- მეორე სთვლისაება 32:2წვიმასავით მოდის ჩემი დარიგება, ცვარივით ეპკურება ჩემი ნათქვამი, როგორც ისხარი მდელოზე, როგორც თქეში მწვანე ბალახზე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 65
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 65 · გახსენი ბიბლიის მკითხველში