
ფსალმუნი 147:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომელიც ფარავს ცას ღრუბლებით, ამზადებს დედამიწისათვის წვიმას, აღმოაცენებს მთებში ბალახს.
ფსალმუნი 147:8 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 147:8 კონტექსტში
147:6გაამხნევებს მორჩილებს უფალი, ბოროტეულებს დაამდაბლებს მიწამდე.
147:7გაეხმიანეთ უფალს სამადლობელით, უგალობეთ ჩვენს ღმერთს ქნარით.
147:8რომელიც ფარავს ცას ღრუბლებით, ამზადებს დედამიწისათვის წვიმას, აღმოაცენებს მთებში ბალახს.
147:9აძლევს პირუტყვს თავის საზრდოს, ყორნის ბარგყებს, რომელნიც მოუხმობენ მას.
147:10არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას ინებებს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 147:8
- იობი 5:10მაწვიმებელს მიწის პირზე და წყლის გამომგზვნელს ყანების პირზე,
- ფსალმუნები 65:9კეთილად გაიხსენე ქვეყანა და მორწყე, დიდად გაამდიდრე იგი; ნაკადი ღმერთისა სავსეა წყლით; მოამზადე მათი პური, რადგან ასე წარმართე იგი.
- ფსალმუნები 65:13საძოვრები ცხვრით აივსებიან და დაბლობები მარცვლეულით დაიფარებიან; იღაღადებენ და იმღერებენ.
- ფსალმუნები 104:13რწყავს მთებს თვისი ზესართულებიდან, შენთა საქმეთა ნაყოფით ძღება ქვეყანა.
- ფსალმუნები 104:14აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას - ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწისაგან.
- მათეს სახარება 5:45რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.
- შესაქმე 9:14როდესაც ქვეყანას ღრუბლით დავღრუბლავ და გამოჩნდება ღრუბელში ცისარტყელა,
- მოციქულთა საქმენი 14:17თუმცა სიკეთის მოქმედს მოწმობის გარეშე არასოდეს დაუტოვებია თავისი თავი, ზეციდან წვიმას გიგზავნიდათ, ნაყოფიერ დრო-ჟამს გიძღვნიდათ, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 147
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 147 · გახსენი ბიბლიის მკითხველში