
ფსალმუნი 66:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოგვაქციე ბადეში, დაგვადგი ჩაგვრის უღელი წელზე.
ფსალმუნი 66:11 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 66:11 კონტექსტში
66:9შეუნარჩუნა ჩვენს სულს სიცოცხლე და არ გასწირა დასაცემად ჩვენი ფეხი.
66:10რადგან გამოგვცადე ჩვენ, ღმერთო, გადაგვადნე, როგორც ვერცხლი გადაადნეს.
66:11მოგვაქციე ბადეში, დაგვადგი ჩაგვრის უღელი წელზე.
66:12შეგვასვი კაცი თავზე; შევედით ცეცხლსა და წყალში და გამოგვიყვანე სახალვათოდ.
66:13მოვალ შენს სახლში შესაწირავებით, აღგისრულებ ჩემს აღთქმებს,
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 66:11
- გლოვა იერემიასი 1:13მაღლიდან ცეცხლი მოავლინა ჩემს ძვლებში; ფერხთა წინ ბადე გამიშალა, წამაქცია, დამაგდო ოხრად და სნეულად სამუდამოდ.
- ეზექიელი 12:13მოვისვრი მასზე ჩემს სათხეველს და გაებმება ჩემს მახეში: წავიყვან ბაბილონში, ქალდეველთა ქვეყანაში, მაგრამ ვერ იხილავს მას, თუმცა იქ მოკვდება.
- მეორე სთვლისაება 33:11აკურთხე, უფალო, ძალი მისი და კეთილად მოხედე მისი ხელის ნამოქმედარს. მოსწყვიტე წელი მის მოწინააღმდეგეთ, ვეღარ გაიმართონ მისი მოძულენი!
- მათეს სახარება 6:13და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან, რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ.
- გლოვა იერემიასი 3:2წამიძღვა და მივყავდი ბნელისკენ, არა ნათლისკენ;
- გლოვა იერემიასი 3:66რისხვით დაედევნე მათ და მუსრი გაავლე უფლის ცისქვეშეთში!
- ოსეა 7:12როგორც კი წავლენ, ჩემს სათხეველს მოვისვრი მათზე და ცის ფრინველებივით ჩამოვბერტყავ; დავსჯი მათ, როგორც გამოეცხადათ მათ.
- იობი 19:6იცოდეთ, რომ ღმერთმა გამღუნა მე და გამხვია თავის ბადეში.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 66
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 66 · გახსენი ბიბლიის მკითხველში