
ფსალმუნი 67:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიხარებენ და ილხენენ ერები, რადგან გაასამართლებ ხალხებს სისწორით და ერებს ქვეყანაზე წაუძღვები. სელა.
ფსალმუნი 67:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 67:4 კონტექსტში
67:2რათა შეიტყონ ქვეყნიერებაზე, რომ შენი გზა ყველა ხალხისათვის შველაა.
67:3გიწამებენ ხალხები, ღმერთო, გიწამებენ ხალხები ერთიანად.
67:4გაიხარებენ და ილხენენ ერები, რადგან გაასამართლებ ხალხებს სისწორით და ერებს ქვეყანაზე წაუძღვები. სელა.
67:5გიწამებენ ხალხები, ღმერთო, გიწამებენ ხალხები მათიანად.
67:6მიწამ მოგვცა ნაყოფი თვისი; გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 67:4
- ფსალმუნები 98:9უფლის წინაშე, რადგანაც მოვა ქვეყნიერების განსასჯელად; განიკითხავს მსოფლიოს სიმართლით და ხალხებს სისწორით.
- ფსალმუნები 9:8და ის სიმართლით განსჯის მსოფლიოს, გაასამართლებს ხალხებს სისწორით.
- რომაელთა მიმართ 15:10ესეც ითქვა: „ხარობდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად“.
- რომაელთა მიმართ 15:11და კიდევ: „აქოს უფალი ყველა წარმართმა და ადიდოს იგი ყოველმა ხალხმა“.
- ესაია 42:10უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, მისი სადიდებელი ქვეყნის კიდეთაგან, ვინც ზღვაში დახვალთ და ყველამ, რაც მას ავსებს, კუნძულებო და მისთა მკვიდრნო!
- ესაია 42:12მიაგონ უფალს პატივი და მისი სადიდებელი ზღვისპირელთა შორის გამოაცხადონ!
- ესაია 24:14ხმას იმაღლებენ და ყიჟინებენ, ზღვიდან დასძახიან უფლის დიდებას.
- ესაია 24:16ქვეყნის კიდიდან გვესმის გალობა: დიდება მართალს! მაგრამ მე ვთქვი: ვაგლახ მე! ვაგლახ მე! ვაი მე! მზაკვარნი მზაკვრობენ, მზაკვარნი ზაკვით იმოსებიან.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 67
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 67 · გახსენი ბიბლიის მკითხველში