
ფსალმუნი 67:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რათა შეიტყონ ქვეყნიერებაზე, რომ შენი გზა ყველა ხალხისათვის შველაა.
ფსალმუნი 67:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 67:2 კონტექსტში
67:1გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, ფსალმუნი - გალობა. ღმერთი შეგვიწყალებს და გვაკურთხებს ჩვენ, გამოგვიშუქებს თავის სახეს. სელა.
67:2რათა შეიტყონ ქვეყნიერებაზე, რომ შენი გზა ყველა ხალხისათვის შველაა.
67:3გიწამებენ ხალხები, ღმერთო, გიწამებენ ხალხები ერთიანად.
67:4გაიხარებენ და ილხენენ ერები, რადგან გაასამართლებ ხალხებს სისწორით და ერებს ქვეყანაზე წაუძღვები. სელა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 67:2
- ტიტეს მიმართ 2:11რადგანაც მოგვევლინა მადლი ღვთისა, ყოველი კაცის მხსნელი,
- ფსალმუნები 98:2განაცხადა უფალმა ხსნა მისმიერი, ხალხთა თვალწინ გადაშალა მისი სიმართლე.
- ფსალმუნები 98:3გაუხსენა წყალობა და ჭეშმარიტება თვისი ისრაელის ხალხს; ნახა დედამიწის ყველა კუთხემ შველა ჩვენი ღმერთისა.
- მოციქულთა საქმენი 18:25ზედმიწევნით რომ იცნობდა უფლის გზას, გულმხურვალედ ქადაგებდა და მართებულად ასწავლიდა იესოს ამბავს, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლისცემა თუ გაეგო.
- ლუკას სახარება 3:6და ყოველი ხორცი იხილავს მხსნელობას ღმრთისას.
- ესაია 52:10გაიშიშვლა უფალმა თავისი წმიდა მკლავი ყველა ხალხის წინაშე და იხილავენ ქვეყნის კიდეები ხსნას ჩვენი უფლისა.
- ლუკას სახარება 2:30რადგანაც იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარი შენი,
- ლუკას სახარება 2:31რომელიც განამზადე ყველა ხალხის წინაშე,
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 67
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 67 · გახსენი ბიბლიის მკითხველში