
ფსალმუნი 68:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მთა ღმერთისა - მთა ბაშანისა, მთაგრეხილი - მთა ბაშანისა.
ფსალმუნი 68:15 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 68:15 კონტექსტში
68:13თუნდაც ცხვრის ბაკებში იწვეთ, მტრედის ფრთებს ჰგავხართ ვერცხლით დაფარულს და მის ნაკრტენს მოოქროვილს.
68:14როცა ყოვლისშემძლე გაფანტავს მეფეებს იქ, ცალმონის თოვლივით გაათეთრებს მას.
68:15მთა ღმერთისა - მთა ბაშანისა, მთაგრეხილი - მთა ბაშანისა.
68:16რატომ შეჰყურებთ შურით, მთაგრეხილებო, მთას, რომელიც ისურვა ღმერთმა თავის სამოსახლოდ და უფალი დაიმკვიდრებს სამუდამოდ?
68:17ღმერთის ეტლები უთვალავია, ათასეულები. მათ შორის არის უფალი სინაიზე, წმიდაში.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 68:15
- ფსალმუნები 78:68ამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარდა.
- ფსალმუნები 78:69მოაწყო ცასავით ტაძარი თვისი, დედამიწასავით სამუდამოდ დააფუძნა.
- ფსალმუნები 87:1კორახის ძეთაფსალმუნი. გალობა. მისი საძირკველი წმიდა მთებშია.
- ფსალმუნები 87:2უყვარს უფალს სიონის ბჭეები იაკობის ყველა სამკვიდროზე მეტად.
- მიქა 7:14დამწყესე შენი კვერთხით შენი ერი, შენი სამკვიდრო ფარა, ტყეში მცხოვრები მარტოდმარტო, შუაგულ ქარმელში. იბალახოს ბაშანში და გალაადში ძველებურად!
- მეორე სთვლისაება 3:10ბარის ყველა ქალაქი, მთელი გალაადი და მთელი ბაშანი სალქამდე და ედრეიმდე - ყოგის სამეფოს ქალაქები ბაშანში.
- ესაია 2:2უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას.
- ესაია 2:3დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 68
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 68 · გახსენი ბიბლიის მკითხველში