
ფსალმუნი 68:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აქეთ ღმერთი, იგალობეთ მისი სახელი, განადიდეთ ის, ვინც ცას სერავს; უფალია მისი სახელი და ილხინეთ მის წინაშე.
ფსალმუნი 68:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 68:4 კონტექსტში
68:2როგორც კვამლი გაიფანტება, ისე გაფანტე; როგორც ცვილი დადნება ცეცხლზე, ისე დაიღუპებიან ბოროტნი ღმერთის პირისაგან.
68:3ხოლო წმიდანები გაიხარებენ და მოილხენენ ღმერთის წინაშე და სიხარულით იზეიმებენ.
68:4აქეთ ღმერთი, იგალობეთ მისი სახელი, განადიდეთ ის, ვინც ცას სერავს; უფალია მისი სახელი და ილხინეთ მის წინაშე.
68:5მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა - ღმერთი მის წმიდა სადგომშია,
68:6ღმერთს შეჰყავს მარტოხელები სახლში, გამოჰყავს ტყვეები შესაფერის დროს, ხოლო ურჩნი ხრიოკზე რჩებიან.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 68:4
- მეორე სთვლისაება 33:26არ არის ღმერთი იეშურუნის ღმერთის მსგავსი, ცაშია ამხედრებული შენს შემწედ და ღრუბლებში თავისი დიდებით.
- ესაია 12:4იტყვით იმ დღეს: მადლობდეთ უფალს, ახსენებდეთ მის სახელს, აცხადებდეთ მის საქმეებს ხალხებში, გაახსენებდეთ რომ მაღალია მისი სახელი.
- ესაია 12:6იხარე და იზეიმე, სიონის ასულო, რადგან დიდია თქვენ შუაგულში ისრაელის წმიდა!
- ფსალმუნები 66:4მთელი ქვეყნიერება თაყვანსა გცემს და გაქებს შენ, უგალობებს შენს სახელს. სელა.
- ფსალმუნები 104:3წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე.
- ფსალმუნები 66:2უგალობეთ მისი სახელის ღირსებას, პატივი ეცით მის დიდებულებას.
- ფსალმუნები 68:33ამაღლებული ძველთუძველეს ცათა ცაში - აგერ ის გამოსცემს თავისი ხმით ძლიერების ხმას.
- ფსალმუნები 18:10დახარა ცანი და გარდმოვიდა, და მის ფეხთა ქვეშ - ნისლი უკუნი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 68
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 68 · გახსენი ბიბლიის მკითხველში