
ფსალმუნი 68:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ღმერთო! როცა შენი ხალხის წინაშე გამოხვედი, როცა ფეხი დადგი უდაბნოში, სელა,
ფსალმუნი 68:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 68:7 კონტექსტში
68:5მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა - ღმერთი მის წმიდა სადგომშია,
68:6ღმერთს შეჰყავს მარტოხელები სახლში, გამოჰყავს ტყვეები შესაფერის დროს, ხოლო ურჩნი ხრიოკზე რჩებიან.
68:7ღმერთო! როცა შენი ხალხის წინაშე გამოხვედი, როცა ფეხი დადგი უდაბნოში, სელა,
68:8დედამიწა შეირყა, ცანიც კი წვეთავდნენ ღმერთის პირისაგან; ეს სინაიც - ღმერთის პირისაგან, ისრაელის ღმერთისა.
68:9ბარაქიანი წვიმა აწვიმე, ღმერთო, შენს სამკვიდროს, და თუ დაუძლურდება, შენ გაამაგრებ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 68:7
- გამოსვლა 13:21წინ მიუძღოდა მათ უფალი, დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით.
- მსაჯულნი 5:4როცა სეყირიდან გადმოხვედი, უფალო, როცა ედომის ველზე გამოხვედი, მიწა ირყეოდა, ცაც კი იღვრებოდა, ღრუბლებიც კი წყლად იღვრებოდნენ.
- მსაჯულნი 4:14უთხრა დებორამ ბარაკს: გაემზადე, რადგან მოვიდა ის დღე, როცა უფალი ხელში ჩაგიგდებს სისარას. თვითონ გიწინამძღვრებს უფალი. ჩამოვიდა ბარაკი მთიდან და ჩამოჰყვა ათი ათასი კაცი.
- ფსალმუნები 114:1როდესაც გამოვიდა ისრაელი ეგვიპტიდან, სახლი იაკობისა უცხოენოვან ხალხისაგან,
- ფსალმუნები 114:8რომელმაც გადააქცია კლდე წყალსატევად, კაჟი - წყაროს წყლად.
- მიქა 2:13მათ წინ აივლის კედლის მნგრეველი, გაანგრევენ და გაივლიან და უკანვე გამოვლენ; ჩაივლის მათ წინ მათი მეფე და უფალი მათ სათავეში.
- აბაკუმი 3:12რისხვით აბიჯებ დედამიწაზე და გულისწყრომიი თელავ ხალხებს.
- აბაკუმი 3:13შენი ერის გამოსასხნელად გამოხვედი, შენი ცხებულის გამოსახსნელად; ჭერი ჩაუნგრიე ბოროტეულის სახლს, ძირიდან თხემამდე გააშიშვლე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 68
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 68 · გახსენი ბიბლიის მკითხველში