
ფსალმუნი 69:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვაქებ ღმერთის სახელს; გალობით განვადიდებ, მადლიერებით.
ფსალმუნი 69:30 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 69:30 კონტექსტში
69:28ამოიშალონ ცოცხალთა წიგნიდან და წმიდანებთან ნუ ჩაიწერებიან.
69:29ხოლო მე ღარიბი და დავრდომილი ვარ. შენმა შველამ, ღმერთო, დამიფაროს მე.
69:30ვაქებ ღმერთის სახელს; გალობით განვადიდებ, მადლიერებით.
69:31და უფრო მოეწონება ეს უფალს, ვიდრე ხარი, მოზვერი რქიანი და ჩლიქიანი.
69:32რადგან მოუსმენს ღატაკებს უფალი და თავის ტყვეებს არ უგულებელყოფს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 69:30
- ფსალმუნები 28:7უფალი ბურჯია ჩემი და ფარი ჩემი. მისით სასოებს ჩემი გული და დამეხმარა, და გაიხარებს ჩემი გული და ჩემი სიმღერით ვიტყვი მის ქებას.
- ფსალმუნები 34:3ადიდეთ უფალი ჩემთან ერთად და განვადიდოთ მისი სახელი ერთობლივად.
- ფსალმუნები 118:28ჩემი ღმერთი ხარ შენ და გადიდებ; ღმერთო ჩემო, ხოტბას შეგასხამ შენ.
- ფსალმუნები 118:29ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- ფსალმუნები 40:1გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. მტკიცედ ვესავდი უფალს და მომხედა მე, და მოისმინა ჩემი ვედრება.
- ფსალმუნები 40:3და მისცა ჩემს ბაგეებს ახალი გალობა - განსადიდებლად ჩვენი ღმერთისა. ბევრი ნახავს და შეშინდება და მიენდობა უფალს.
- ფსალმუნები 118:21გადიდებ შენ, რადგან მიპასუხე და გახდი ჩემი მშველელი.
- ფსალმუნები 50:14მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 69
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 69 · გახსენი ბიბლიის მკითხველში