
ფსალმუნი 70:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაე, უკუიქცნენ სირცხვილნაჭამნი, ვინც მეუბნება: ოჰო! ოჰო!
ფსალმუნი 70:3 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 70:3 კონტექსტში
70:1გუნდის ლოტბარს, დავითის გასახსენებელი. ისწრაფე, ღმერთო ჩემო, სახსნელად, უფალო, ჩემს დასახმარებლად.
70:2დაე, შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი, უკუიქცნენ და დასაცინი გახდნენ ჩემი სიავის მდომნი.
70:3დაე, უკუიქცნენ სირცხვილნაჭამნი, ვინც მეუბნება: ოჰო! ოჰო!
70:4ილხინოს და გაიხაროს შენით ყველამ, ვინც შენ გეძიებს და გაიძახის მუდამ: „დიდია ღმერთი“, ვისაც უყვარს შველა შენმიერი.
70:5ხოლო მე ღარიბ-ღატაკი ვარ, ღმერთო, იჩქარე ჩემკენ; ჩემი შემწე და მხსნელი ხარ შენ. უფალო, ნუ დააყოვნებ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 70:3
- ფსალმუნები 40:15დაე, შეძრწოლდნენ სირცხვილისაგან, ვინც მეუბნებოდა: ოჰო, ოჰო!
- მოციქულთა საქმენი 1:18მაგრამ მან უსამართლობის სასყიდლით იყიდა მიწა, დაცემული შუაზე გასკდა და გადმოცვივდა მთელი მისი შიგანი.
- ფსალმუნები 35:21ფართოდ გააღეს პირი ჩემზე, თქვეს: ოჰო! ოჰო! იხილა თვალმა ჩვენმა.
- ფსალმუნები 35:25ნუ იტყვიან თავიანთ გულში: ოჰო! ასე გვენება. ნუ იტყვიან: ჩავყლაპეთ იგი.
- იგავესნი 24:17ნუ ხარობ შენი მტრის დაცემით და მისი წაბორძიკებით ნუ ილხენს შენი გული,
- იგავესნი 24:18თორემ უფალი დაინახავს და ბოროტებად შერაცხავს, თავის რისხვას შენზე მოაქცევს.
- ეზექიელი 25:3უთხარი ყამონიანელო, ისმინეთ-თქო უფლის სიტყვა, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რაკი ვაგლახს ამბობს ჩემს საწმიდარზე, რადგან შელახულია, და ისრაელის მიწაზე, რადგან გაუკაცრიელებულია, და იუდას სახლზე, რადგან ტყვეობაში წავიდა,
- ეზექიელი 26:2ადამის ძევ! რაკი ტვიროსი ვაგლახს ამბობს იერუსალიმზე, შეიმუსრება იგი - ხალხების კარიბჭე; ჩემკენ მოიქცევიან და ავივსები, ის კი გაუკაცურდება.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 70
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 70 · გახსენი ბიბლიის მკითხველში