
ფსალმუნი 71:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეც მადლობას გადაგიხდი ებნის საკრავით, ვადიდებ შენს ჭეშმარიტებას, ღმერთო; გიგალობებ ქნარით, წმიდაო ისრაელისა.
ფსალმუნი 71:22 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 71:22 კონტექსტში
71:20შენ მაჩვენე მრავალი და მძიმე გაჭირვება; კვლავ გამაცოცხლე და დედამიწის უფსკრულიდან ამომიყვანე კვლავ.
71:21შენ გაამრავლე დიდება ჩემი და მობრუნდი ჩემს სანუგეშებლად.
71:22მეც მადლობას გადაგიხდი ებნის საკრავით, ვადიდებ შენს ჭეშმარიტებას, ღმერთო; გიგალობებ ქნარით, წმიდაო ისრაელისა.
71:23იხარებენ ჩემი ბაგენი, როს გიგალობებ შენ, და ჩემი სულიც, შენ რომ დაიხსენი.
71:24ჩემი ენაც ყოველდღე წარმოსთქვამს შენს სიმართლეს, რადგან შერცხვნენ და დამცირდნენ ჩემი ავის მაძიებელნი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 71:22
- ფსალმუნები 92:1ფსალმუნი. გალობა შაბათის დღისათვის. კარგია ვადიდოთ უფალი და გუგალობოთ შენს სახელს, უზენაესო!
- ფსალმუნები 92:3ათსიმიანზე და ჩანგზე, გალობით - ქნარზე.
- ფსალმუნები 33:2ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას.
- ფსალმუნები 89:18რადგან უფლისაგან არის ჩვენი ფარი და წმიდა ისრაელისაგან - მეფე ჩვენი.
- ესაია 12:6იხარე და იზეიმე, სიონის ასულო, რადგან დიდია თქვენ შუაგულში ისრაელის წმიდა!
- ესაია 57:15რადგან ასე ამბობს მაღალი და აღზევებული, მარადმსუფევი და წმიდასახელიანი: მე ვსუფევ მაღალში და სიწმიდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და ცხოველვყო ტანჯულთა გული.
- ესაია 5:24როგორც ცეცხლის ენა ჭამს ჩალას და ალი ბუგავს თივას, ასე ჩალპება მათი ფესვი და გაცამტვერდება მათი ყვავილი, რადგან შეიძულეს ცაბაოთ უფლის რჯული და ისრაელის წმიდის შეგონება არად ჩააგდეს.
- ფსალმუნები 144:9ღმერთო, ახალ გალობას გიგალობებ შენ, ათსიმიან ჩანგზე გიგალობებ შენ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 71
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 71 · გახსენი ბიბლიის მკითხველში