
ფსალმუნი 92:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ფსალმუნი 92:3 კონტექსტში
92:1ფსალმუნი. გალობა შაბათის დღისათვის. კარგია ვადიდოთ უფალი და გუგალობოთ შენს სახელს, უზენაესო!
92:2გაუწყოთ დილდილობით შენი წყალობა და ჭეშმარიტება შენი ღამღამობით.
92:3ათსიმიანზე და ჩანგზე, გალობით - ქნარზე.
92:4რაკი გამამხიარულე, უფალო, შენი ნამოქმედარით, შენთა ხელთა ნასაქმარს ვუგალობებ.
92:5რაოდენ დიდია შენი საქმეები, უფალო, ფრიად ღრმაა შენი ზრახვები.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 92:3
- ფსალმუნები 33:2ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას.
- ნეშტთა შორისა ბ 23:5მესამედი მეფის სასახლეში იქნება, მესამედი - იესოდის კარში, დანარჩენი ხალხი კი - უფლის სახლის ეზოებში.
- ნეემია 12:27იერუსალიმის კედლის კურთხევისას დაძებნეს ლევიანები ყველა მათ ადგილებში იერუსალიმს მოსაყვანად, რათა კედლის სატფურება ეზეიმათ სიხარულით, სამადლობლებით, წინწილებზე, ქნარებზე და ებნებზე სიმღერით.
- ფსალმუნები 68:25წინ წარდგნენ მგალობლები, უკან - მემუსიკენი,
- ნეშტთა შორისა ა 13:8დავითი და მასთან ერთად მთელი ისრაელი როკავდა ღვთის წინაშე მთელი ძალ-ღონით; მღეროდნენ და უკრავდნენ ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, ჩანგებსა და წინწილებს.
- მეფეთა ა 10:5შემდგომ ამისა ღვთის ბორცვზე ახვალ, სადაც ფილისტიმელთა სადარაჯოებია. ქალაქში შესვლისას შეხვდები გორაკიდან ჩამომავალ ქადაგთა გუნდს, რომელთაც წინ მიუძღვებიან ქნარით, დაფდაფით, სტვირითა და ებნით. თავად კი ქადაგებენ.
- ფსალმუნები 9:16ცნობილია უფალი, სამართლის მოქმედი. ბოროტი გაება თავისი ხელით დაგებულ მახეში. სელა.
- ნეშტთა შორისა ა 15:16დავითმა ლევიანთა მთავრებს უბრძანა, რომ მათი ძმები დაეყენებინათ მგალობლებად საკრავი იარაღებით, ბობღნებით, ქნარებით, წინწილებით, რათა სიხარულის ხმები გამოეცათ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 92
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 92 · გახსენი ბიბლიის მკითხველში