
ფსალმუნი 73:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან არა აქვთ შეჭირვება სიკვდილამდე და ჯანმრთელები არიან.
ფსალმუნი 73:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 73:4 კონტექსტში
73:2მე კი - კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები.
73:3რადგან შემშურდა სულელებისა, რაკი ვხედავდი ბოროტების კეთილდღეობას.
73:4რადგან არა აქვთ შეჭირვება სიკვდილამდე და ჯანმრთელები არიან.
73:5ადამიანის სიძნელეებს არ განიცდიან და სხვა ადამიანებთან არ ტვირთმძიმობენ.
73:6ამიტომ მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნობა და ძალადობა სამოსელივით ჩაიცვეს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 73:4
- იობი 21:23ზოგი სრულ სიმრთელეში კვდება, ყოვლად მშვიდი და უზრუნველი;
- იობი 21:24მისი შიგანი სავსეა ქონით და მისი ძვლები ტვინით არის დაპოხილი.
- ფსალმუნები 17:10ისინი ქონში ჩაიკეტნენ, მათი ბაგეები ამპარტავნობით ლაპარაკობენ,
- ლუკას სახარება 16:22მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს.
- იობი 24:20დაივიწყებს მას საშო, ჭიაღუები ატკბარუნებენ მას. უკვე აღარავინ გაიხსენებს; ხესავით გადატყდება უკეთურება;
- ეკლესიასტე 2:16მარადიულად არ ეხსომებათ არც ბრძენკაცი, არც უგუნური; გაივლის ჟამი, ყველაფერი დაივიწყება. ვაგლახ, რომ კვდება ბრძენი კაცი უგუნურივით.
- ფსალმუნები 17:14იმ კაცებისაგან - შენი ხელით, უფალო, ამქვეყნიური კაცებისაგან, რომელთაც წილი სიცოცხლეში აქვთ, რომელთა მუცლებს ავსებ შენი საგანძურებიდან; რათა გაძღნენ მათი შვილები და ნარჩენი თავიანთ ბავშვებს დაუტოვონ.
- ეკლესიასტე 7:15ბევრი რამ ვნახე ჩემს ამაო წუთისოფელში: მართალი იღუპება თავის სიმართლეში, ბოროტეული დღეგრძელობს თავის ბოროტებაში.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 73
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 73 · გახსენი ბიბლიის მკითხველში