
ფსალმუნი 78:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ძლიერთა პურსა ჭამდა კაცი; საზრდოს უგზავნიდა მათ მაძღრისად.
ფსალმუნი 78:25 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 78:25 კონტექსტში
78:23და უბრძანა ღრუბლებს მაღლიდან და გახსნა ცათა ბჭეები.
78:24და გადმოაწვიმა მათზე მანანა საზრდოდ და ციური პური მისცა მათ.
78:25ძლიერთა პურსა ჭამდა კაცი; საზრდოს უგზავნიდა მათ მაძღრისად.
78:26აღძრა აღმოსავლეთის ქარი ზეცაზე და წარმართა თავისი ძალით სამხრეთის ქარი.
78:27და აწვიმა მათზე ხორცი, ვითარცა მტვერი, და ვითარცა ზღვის ქვიშა - ფრთოსანი ფრინველი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 78:25
- მათეს სახარება 14:20ყველამ ჭამა და გაძღა; ნარჩენებით კი გაავსეს თორმეტი კალათი.
- მათეს სახარება 15:37ყველამ ჭამა და გაძღა. და გაავსეს ნარჩენებით შვიდი კალათი.
- ფსალმუნები 103:20ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნი, მისი სიტყვის შემსრულებელნი, ემორჩილებიან მის ნათქვამს.
- გამოსვლა 16:8თქვა მოსემ: საღამოხანს ხორცს მოგცემთ საჭმელად და დილით პურს გაძღომამდე, რადგან ისმინა უფალმა თქვენი ჩივილი, რომ ჩიოდით. ჩვენ ვინა ვართ? ჩვენ კი არა, უფალს შესჩიოდით.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 78
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 78 · გახსენი ბიბლიის მკითხველში