გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ფსალმუნი 78:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ფსალმუნი 78:5

დაუდგინა წესდება იაკობს და რჯული დაუდო ისრაელს, რაც დაუწესა ჩვენს მამებს საუწყებლად მათთა შვილთათვის.

ფსალმუნი 78:5 · საქართველოს საპატრიარქო

ფსალმუნი 78:5 კონტექსტში

78:3რაც მიავისმინეთ და გავიგეთ, და ჩვენმა მამებმა გვიამბეს,

78:4არ დავუმალავთ ჩვენ მათს შვილებს, მომავალ თაობას ვუამბობთ უფლის ქება- დიდებას და მის ძლიერებას, და მის სასწაულებს, რაც მოიმოქმედა.

78:5დაუდგინა წესდება იაკობს და რჯული დაუდო ისრაელს, რაც დაუწესა ჩვენს მამებს საუწყებლად მათთა შვილთათვის.

78:6რათა შეიტყოს მომავალმა თაობამ, შვილებმა, რომელნიც დაიბადებიან, ვინძლო ადგნენ და გაუცხადონ თავიანთ შვილებს.

78:7და დაამყარონ ღმერთზე თავიანთი იმედი, და არ დაივიწყონ ღმერთის საქმენი, და დაიცვან მისი აღთქმანი.

პარალელური ადგილები: ფსალმუნი 78:5

განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 78

სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 78 · გახსენი ბიბლიის მკითხველში