
ფსალმუნი 80:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ღმერთო ძალთაო! მობრუნდი, გადმოგვხედე ციდან და იხილე, და მოხედე ამ ვაზს.
ფსალმუნი 80:14 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 80:14 კონტექსტში
80:12რატომ დაანგრიე ზღუდენი მისნი და ყოველი გზად გამვლელი ძარცვავს მას?
80:13ანადგურებს მას ტყიური ტახი და ველის ნადირები ძოვენ მას.
80:14ღმერთო ძალთაო! მობრუნდი, გადმოგვხედე ციდან და იხილე, და მოხედე ამ ვაზს.
80:15გაამაგრე ის, რაც დარგო შენმა მარჯვენამ, და ყლორტები, შენთვის რომ გააძლიერე.
80:16დამწვარია ცეცხლით, აკაფულია; შენი სახის რისხვით დაიღუპებიან.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 80:14
- ესაია 63:15გადმოიხედე ციდან და იხილე შენი წმიდა და დიდებული სამყოფელიდან: სად არის შენი შური და ძლიერება? შენი გულისწუხილი და სიბრალული შემწყდარია ჩემ მიმართ.
- დანიელი 9:16უფალო, მთელი შენი სიმართლით გაერიდოს შენი რისხვა და წყრომა შენს ქალაქს - იერუსალიმს, შენს წმიდა მთას; ვინაიდან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამა-პაპის უკეთურების გამო არიან იერუსალიმი და შენი ერი შეგინებულნი ყველა ჩვენს გარშემო მყოფთაგან.
- დანიელი 9:19უფალო, ისმინე! უფალო, შეგვინდე! უფალო, შეისმინე და შეასრულე! შენი გულისთვის, ღმერთო ჩემო; რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქს და შენს ერს.
- ფსალმუნები 90:13მობრუნდი, უფალო! ვიდრემდე? და ნუგეში ეცი შენს მორჩილებს.
- ესაია 63:17რისთვის გადაგვახვევინე, უფალო, შენი გზებიდან, რისთვის გაგვიქვავე გულები, რომ აღარ გვეშინია შენი? მობრუნდი შენს მორჩილთან შენი სამკვიდროს შტოთა გულისათვის!
- მალაქია 3:7თქვენი მამა-პაპის დღეებიდან მოყოლებული გადადიოდით ჩემს წესებს და არ იცავდით მათ. ახლა მოიქეცი ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ, ამბობს ცაბაოთ უფალი. თქვენ კი ამბობთ: რისთვის მოვიქცეთო?
- ფსალმუნები 33:13ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს.
- იოელი 2:14ვინ იცის, კიდევ შეინანოს და მოიტოვოს კურთხევა, შესაწირავი და საღვრელი უფლისთვის, თქვენი ღვთისთვის.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 80
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 80 · გახსენი ბიბლიის მკითხველში