
ფსალმუნი 81:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე. ასაფისა. უგალობეთ ღმერთს, სიმაგრეს ჩვენსას, შეჰღაღადეთ იაკობის ღმერთს.
ფსალმუნი 81:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 81:1 კონტექსტში
81:1გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე. ასაფისა. უგალობეთ ღმერთს, სიმაგრეს ჩვენსას, შეჰღაღადეთ იაკობის ღმერთს.
81:2ასწიეთ სიმღერა და დაუკარით დაირა, ტკბილხმიანი ქნარი ებანთან ერთად.
81:3დაუკარით ახალი თვის თავზე ბუკი, მთვარის მოვანების ჟამს, ჩვენი დღესასწაულის დღეს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 81:1
- ფსალმუნები 66:1გუნდისლოტბარს. გალობა-ფსალმუნი. შეჰღაღადეთ ღმერთს, მთელო ქვეყნიერებავ.
- იერემია 31:7რადგან ასე ამბობს უფალი: უზეიმეთ სიხარული იაკობს, იყიჟინეთ ხალხთა შორის უპირველესისთვის, გამოაცხადეთ, ადიდეთ და იძახეთ: შენ იხსენი, უფალო, შენი ერი, ისრაელის ნატამალი!
- ფსალმუნები 100:1ფსალმუნი სახოტბო. შეჰღაღადე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!
- ფსალმუნები 100:2ემსახურეთ უფალს სიხარულით, მიდით მის წინაშე სიმღერით!
- ფსალმუნები 8:1გუნდისლოტბარს, გათის საკრავზე, დავითის ფსალმუნი. უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე, ცათა ზემოთ სწვდება შენი დიდება.
- ფსალმუნები 46:11ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. სელა.
- ფილიპელთა მიმართ 4:13ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში.
- ფსალმუნები 28:7უფალი ბურჯია ჩემი და ფარი ჩემი. მისით სასოებს ჩემი გული და დამეხმარა, და გაიხარებს ჩემი გული და ჩემი სიმღერით ვიტყვი მის ქებას.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 81
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 81 · გახსენი ბიბლიის მკითხველში