
ფსალმუნი 81:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩემს ერს რომ ჩემი ესმინა და ისრაელს ჩემს გზაზე ევლო.
ფსალმუნი 81:13 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 81:13 კონტექსტში
81:11არ ისმინა ჩემმა ხალხმა ხმა ჩემი და ისრაელი არ დამემორჩილა.
81:12და მივუშვი ისინი თავიანთ გულისწადილზე, იარონ თავიანთ ნებაზე.
81:13ჩემს ერს რომ ჩემი ესმინა და ისრაელს ჩემს გზაზე ევლო.
81:14მოკლე ხანში მოვდრეკდი მათს მტრებს და მათს მჩაგვრელებზე ხელს აღვმართავდი.
81:15უფლის მოძულენი იპირფერებდნენ მასთან და მათი ჟამი იქნებოდა სამარადისო.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 81:13
- ესაია 48:18ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით - შენი სიმართლე.
- მეორე სთვლისაება 5:29ნეტავ ისეთი გული ჰქონოდათ, რომ შინებოდათ ჩემი და მუდამჟამს დაეცვათ ყოველი ჩემი მცნება, რათა კარგად ყოფილიყვნენ თვითონ და მათი შვილები სამარადისოდ.
- მეორე სთვლისაება 10:12აბა, ისრაელ, რას მოითხოვს შენგან უფალი, შენი ღმერთი? თუ არა იმას, რომ გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, იარო მის კვალზე, გიყვარდეს იგი, ემსახურო უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულითა და სულით.
- მეორე სთვლისაება 10:13დაიცვა უფლის მცნებები და წესები, რომელთაც გამცნებ დღეს შენს სასიკეთოდ.
- ლუკას სახარება 19:41როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო,
- ლუკას სახარება 19:42და თქვა: დღევანდელ დღეს მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას! მაგრამ ამჟამად დაფარულია ეს შენს თვალთაგან.
- მათეს სახარება 23:37იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე.
- მეორე სთვლისაება 32:29სიბრძნე რომ ჰქონოდათ, მიხვდებოდნენ ამას, განჭვრეტდნენ თავიანთ ბოლოს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 81
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 81 · გახსენი ბიბლიის მკითხველში