
ფსალმუნი 82:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გადაარჩინეთ ბეჩავი და უპოვარი, ბოროტთა ხელიდან გამოიხსენით.
ფსალმუნი 82:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 82:4 კონტექსტში
82:2როდემდე განიკითხავთ უმართებულოდ და პირფერობას გამოიჩენთ ბოროტთა მიმართ? სელა.
82:3განიკითხეთო საპყარი და ობოლი, ღარიბი და ღატაკი გაამართლეთ.
82:4გადაარჩინეთ ბეჩავი და უპოვარი, ბოროტთა ხელიდან გამოიხსენით.
82:5არ იციან და არ გაეგებათ, წყვდიადში დადიან; ირყევა ყველა საფუძველი დედამიწისა.
82:6მე განვაცხადე: თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 82:4
- იგავესნი 24:11იხსენი საკვდავად წაყვანილნი და დაიფარე დასახოცად განწირულნი.
- იგავესნი 24:12თუ იტყვი, აბა, ჩვენ ეს არ ვიცოდით, განა გულთამხილავი ვერ მიხვდება? განა ამას შენი სულის მფარველი ვერ გაიგებს? განა კაცს თავისი საქმეთაებრ არ მიაგებს?
- იობი 5:15ის იხსნის ღატაკს მახვალისგან, მათი პირიდან და მაგარი ხელიდან.
- იობი 5:16ბეჩავი კაცი იმედით ცოცხლობს, უკეთურება კი პირს მუწავს.
- იობი 29:12რადგან მიხსნია გაჭირვებული, შველას რომ ითხოვდა, და ობოლი, შემწე რომ არ ჰყავდა;
- იობი 29:16გაჭირვებულთათვის მამა ვყოფილვარ და უცნობის საქმე გამომიძიებია;
- იობი 29:17ავკაცისთვის ყბა ჩამინგრევია და კბილებიდან მსხვერპლი გამომიგლეჯია.
- ფსალმუნები 72:12რადგანაც იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 82
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 82 · გახსენი ბიბლიის მკითხველში