
ფსალმუნი 82:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ იციან და არ გაეგებათ, წყვდიადში დადიან; ირყევა ყველა საფუძველი დედამიწისა.
ფსალმუნი 82:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 82:5 კონტექსტში
82:3განიკითხეთო საპყარი და ობოლი, ღარიბი და ღატაკი გაამართლეთ.
82:4გადაარჩინეთ ბეჩავი და უპოვარი, ბოროტთა ხელიდან გამოიხსენით.
82:5არ იციან და არ გაეგებათ, წყვდიადში დადიან; ირყევა ყველა საფუძველი დედამიწისა.
82:6მე განვაცხადე: თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი.
82:7მაგრამ თქვენ დაიხოცებით, როგორც ადამიანები, და დაეცემით, როგორც თითოეული მთავართაგანი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 82:5
- ფსალმუნები 11:3თუ საძირკვლები დანგრეულია, მართალმა რა ჰქნას?
- მიქა 3:1ვთქვი: ისმინეთ, იაკობის მთავარნო და ისრაელის სახლის მსაჯულნო! განა არა ხამს თქვენთვის სამართლის ცოდნა?
- რომაელთა მიმართ 1:28და რაკი არ ეცადნენ გონებით შეენარჩუნებინათ ღმერთი, ამიტომაც უჯერო საქმეთათვის მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას.
- იგავესნი 2:13სწორი გზის დამტოვებელთაგან, ბნელი გზით მოარულთაგან,
- იოანეს ეპისტოლე ა 2:11ხოლო ვისაც თავისი ძმა სძულს, ბნელშია, ბნელშივე იარება და არ იცის, საით მიდის, რადგანაც ბნელმა დაუვსო თვალი.
- იოანე 12:35უთხრა მათ იესომ: ცოტა ხანს კიდევ იქნება ნათელი თქვენთან. იარეთ, სანამ გინათებთ, რათა არ მოგიცვათ ბნელმა: ვინაიდან ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის.
- ფსალმუნები 14:4ნუთუ ვერ შეუგნიათ უკანონოების ჩამდენთ, ჩემი ხალხის მჭამელთ, პურს რომ სჭამენ და ღმერთს არ უხმობენ?
- იგავესნი 1:29რაკი შეიძულვს ცოდნა და უფლის შიში არ ირ ჩიეს,
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 82
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 82 · გახსენი ბიბლიის მკითხველში